ახალი ამბები
"თავისუფალმა დემოკრატებმა" ხაშურის მაჟორიტარად დიანა გელაშვილი დაასახელა
პარტია „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ხაშურში მაჟორიტარობის კანდიდატი ოფიციალურად წარადგინა.

პარტიის სახელით ხაშურში პარლამენტის წევრობისთვის დიანა გელაშვილი იბრძოლებს.

მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ალასანიამ „თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობაზე წარადგინა.

დიანა გელაშვილს პოლიტიკური წარსული არ აქვს, ის დაახლოებით 10 წელი ხაშურის ცენტრალურ ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობდა.

ბოლო ორი წელია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში მუშაობდა.

„თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატი პარტიას რამდენიმე დღის წინ შეუერთდა.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები