ხაშურიდან გორისკენ მიმავალი კოლონის ერთ-ერთი მანქანის მძღოლი
პატრულმა დააჯარიმა
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პარტიის რაიონული
ორგანიზაციიდან აცნობეს.
პარტიის წარმომადგენლის ცნობით, მხარდამჭერები გორში მაჟორიტარი
კანდიდატის წარსადგენად მიდიოდნენ.
,,კოლონაში დაახლოებით 70 მანქანა იქნებოდა. გზის სავალი ნაწილის
მიღმა მცირე ხნით შევჩერდით, რადგან ველოდებოდით სხვა მხარდამჭერებს.
ამ დროს მოვიდა პატრული და წინა რიგში მდგარი მანქანის მძღოლი 200
ლარით დააჯარიმა" - გვითხრეს პარტიაში.
პაატა ბურჭულაძის მხარდამჭერთა შეხვედრა გორში კულტურის ცენტრის
შენობის წინ, 16 ივლისს კომბინატის დასახლებაში გაიმართა.
გორის მაჟორიტარად შოთა წკრიალაშვილი დაასახელეს. შოთა წკრიალაშვილი
გორელი ბიზნესმენის ზურა წკრიალაშვილის შვილი და მომღერალ ნინა
წკრიალაშვილის ძმაა.
სტატიის გამოყენების პირობები