ახალი ამბები
ხაშურში 50-მდე აქტივისტი ,,თავისუფალი დემორატების" პარტიის დატოვებას აპირებს
,,თავისუფალი დემოკრატების" ხაშურის ორგანიზაციის დატოვებას 50-მდე წევრი აპირებს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ამავე პარტიის აქტივისტი ზაურ ფცქიალაძე ესაუბრა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი.

პარტიის რაიონული ორგანიზაციის ახალი თავმჯდომარე დიანა გელაშვილი კი, ჯერ ინფორმაციას არ ფლობს.

ზაურ ფცქიალაძე და კიდევ დანარჩენი წევრები ამ გადაწყვეტილებამდე მას შემდეგ მივიდნენ, როდესაც პარტიის რაიონული ორგანიზაცია მისმა თავმჯდომარემ გიორგი ცხადიაშვილმა დატოვა.

,,უახლოეს ხანებში ჩვენი გადაწყვეტილება გახდება ცნობილი, ფაქტობრივად, პარტია დაიშლება" - ამბობს ფცქიალაძე.

გიორგი ცხადიაშვილი საკრებულოდანაც წავიდა.

მან ჯერ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი, შემდეგ კი, მანდატიც მიატოვა.

დიანა გელაშვილი ფიქრობს, რომ მოსაზრება პარტიის დაშლის თაობაზე გადაჭარბებულია.

,,ჯერ ახალი დანიშნული ვარ. პარტიულ აქტივთან შევხვედრა მომდევნო კვირაში  გვაქვს დაგეგმილი. ამის შემდეგ შეიძლება ანალიზის გაკეთება" - გვითხრა დიანა გელაშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები