ახალი ამბები
მდინარე ბიჯნისულას ნაპირებს ამაგრებენ
დაბა სურამში მდინარე ბიჯნისულაზე ნაპირსამაგრ კედლებს აგებენ.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 252 938 ლარით ხორციელდება.

ძლიერი წვიმის დროს, მდინარის კალაპოტიდან გადმოსული წყალით ადგილობრივი მოსახლეობა სისტემატიურად იტბორებოდა.

მუნიციპალიტეტის გამგეობაში ირწმუნებიან, რომ გატარებული ღონისძიებების შედეგად სტიქიის რისკი მნიშვნელოვნად შემცირდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები