ახალი ამბები
შინდისის, ვარიანისა და ქვახვრელის ამომრჩეველი გორის მაჟორიტარს ვერ აირჩევს
გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, ამომრჩეველი ხმას გორის მაჟორიტარ კანდიდატს ვერ მისცემს.

კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საარჩევნო ოლქების გამსხვილება მოხდა.

მათ შორის, ცვლილებები გორის, კასპისა და ქარელის სარჩევნო ოლქებს შეეხო.

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, გორის საარჩევნო ოლქში რამდენიმე წლის წინ შემავალი 12 უბანი ქარელისა და კასპის საოლქო საარჩევნო კომისიებს მიაკუთვნეს.

მაგალითად, ვარიანისა და შინდისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი 10 უბანი ქარელის საარჩევნო ოლქს გადაეცა.

შესაბამისად, ამ სოფლების მოსახლეობა ხმას ქარელის მაჟორიტარობის კანდიდატს აძლევს.

ხოლო, ქვახვრელის თემში შემავალი 2 უბანი (ქვახვრელისა და უფლისციხის) კასპის საოლქო საარჩევნო კომისიას გადააბარეს.

ქვახვრელისა და უფლისციხის მოსახლეობამ კასპის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევაში უნდა მიიღოს მონაწილეობა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები