ახალი ამბები
გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მედიაცენტრი გაიხსნება
26 ივლისს, 12:00 სთ-ზე გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მედიაცენტრი გაიხსნება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ჩართულობის ცენტრის გორის ოფისის ხელმძღვანელმა ნინო გიორგაძემ აცნობა.

ნინო გიორგაძის ცნობით, მედიაცენტრების გახნის ცერემონია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის ოფისის ხელმძღვანელის, დაგლას ბოლის ვიდეომიმართვით დაიწყება.

მედიაცენტრები მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაჟორიტარობის კანდიდატებსა და პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზებენ უსაფრთხო და ნეიტრალურ სივრცეს ინფორმაციის გავრცელებისა და დისკუსიებისთვის.

მედიაცენტრები ასევე ხელს შეუწყობენ საარჩევნო კანდიდატებსა და მათი ოლქების ამომრჩევლებს შორის დიალოგის წარმართვას, რათა მოქალაქეები გაეცნონ კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს და ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები