24 წლის ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი მშობლიურ სოფელ კარალეთში
ბრინჯაოს მედლით ბრუნდება.
ოლიამპადებზე მიღებული მედლების რაოდენობის მიხედვით ის ლეგენდარული
შოთა ჩოჩიშვილის წარმატებას მიუახლოვდა.
მან, ჯერ კიდევ, 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე 66 წონით კატეგორიაში
ოქროს მედალი მოიპოვა.
2016 წელს წონა 73 კილოგრამამდე მოიმატა. მწვრთნელთა გადაწყვეტილებით,
რიო დე ჟანეიროში ნუგზარ ტატალაშვილის ნაცვლად წაიყვანეს.
ბრინჯაოს მედლის აღება შავდათუაშვილმა ისრაელის წარმომადგენლის
დამარცხებით შეძლო. მანამდე რუსი მოჭიდავე ჩამოიშორა.
,,ქართული ძიუდოს ისტორიაში ლეგენდარული შოთა ჩოჩიშვილის შემდეგ
შეიქნა მეორე ძიუდოისტი, ვისაც ორ ოლიმპიადაზე მედალი მოუპოვებია,
თანაც სხვადახვა წონით კატეგორიაში." - აღნიშნულია ძიუდოს ფედერაციის
ოფიციალურ განცხადებაში.
შოთა ჩოჩიშვილი ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1972) და ბრინჯაოს
პრიზიორი (1976) იყო.
თუმცა, გარდა ოლიმპიური წარმატებებისა, ჩოჩიშვილი მსოფლიოს 1975 წლის
ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის 3-გზის ვერცხლის (1973, 1974, 1975) და
ბრინჯაოს (1977) პრიზიორი. აგრეთვე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის
ორგზის მეორე (1974, 1977) და ორგზის მესამე (1974, 1975) პრიზიორი,
საქართველოს ორგზის აბსოლუტური ფალავანი იყო ქართულ ჭიდაობაში (1972,
1977).
სტატიის გამოყენების პირობები