2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს რეგიონული ,,ახალი
მედიის" წარმომადგენლები ერთობლივად გააშუქებენ.
შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა
და იმერეთის ონლაინ-გამოცემები ყურადღებას წინასაარჩევნო კამპანიის
მიმდინარეობას მიაქცევენ.
,,ორგანიზაციები: TSpress.ge, PSnews.ge, SKnews.ge, Qartli.ge,
Knews.ge - აქტიურად გააშუქებს საარჩევნო კამპანიებს ადგილებზე,
მოსახლეობას გააცნობს პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო პროგრამებს და
აქტივობებს, დააკვირდება და გააშუქებს იყენებს თუ არა ხელისუფლება
სამთავრობო რესურსებს, აუდიტორიას შესთავაზებს მრავალფეროვან
მულტიმედია კონტენტს (ტექსტი, ფოტო, ვიდეო, ინფოგრაფიკა) და საკუთარ
მკითხველს საარჩევნო პროცედურებთან და სერვისებთან დაკავშირებით
ოპერატიულად, მარტივ და გასაგებ ენაზე მიაწვდის ინფორმაციას" - ამბობს
პროექტის კოორდინატორი ელისო ჯანაშია, რომელიც ამავე სამეგრელო-ზემო
სვანეთის ონლაინ გამოცემა TSpress.ge-ს რედაქტორია.
თითო მედიიდან პროექტის ფარგლებში ორი ჟურნალისტი იმუშავებს,
რომლებთანაც იმუშავებს კონსულტანტი. პირველი შეხვედრა შიდა ქართლის
საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებთან უკვე მოეწყო.
გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, ჟურნალისტებმა უნდა შეასრულონ
მედიატორის როლი, შეაგროვონ ამომრჩეველთა კონკრეტულ კითხვები,
რომლებიც ეხება ცესკოს სერვისებს, საარჩევნო პროცედურებს და მათ
პასუხებთან ერთად გამოაქვეყნებენ ვებგვერდებზე და გავრცელდება
ფეისბუქგვერდზე - „რეგიონული მედია საპარლამენტო არჩევნების
ინფორმირებისთვის“

სტატიის გამოყენების პირობები