ახალი ამბები
,,თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი გორში კანდიდატურას ხსნის
საპარლამენტო არჩევნებისთვის ,,თავისუფალი დემოკრატების" შიდა ქართლის ორგანიზაციის წარმომადგენელმა თამაზ შიოშვილმა საკუთარი კანდიდატურის მოხსნა გადაწყვიტა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს თამაზ შიოშვილმა ესაუბრა.

მისი თქმით, პარტიის მიტოვება პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღო.

თამაზ შიოშვილი ირაკლი ალასანიამ გორის მაჟორიტარ კანდიდატად, ჯერ კიდევ, 2016 წლის მაისში წარადგინა და საარჩევნო შტაბს სამეფო ქუჩაზე წარდგენამდეც ამუშავებდა.

იგი კოალიცია ,,ქართული ოცნების" სახელით და თავისუფალი დემოკრატების კვოტით 2012 წლიდან პარლამენტარია.

თამაზ შიოშვილთან ერთად პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების" ხაშურის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი ცხადიაშვილმაც დატოვა.

თამაზ შიოშვილი და გიორგი ცხადიაშვილი 2012 წლამდე ირაკლი ალასანიას დაცვის წევრები  იყვნენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები