ირაკლი ალასანია გორის მაჟორიტარად იყრის კენჭს.
ამის შესახებ ,,თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა დღეს პარტიის გორის
რაიონული ორგანიზაციის შტაბში განაცხადა.
ალასანია გორში სხვა ლიდერებთან ერთად მას შემდეგ ჩავიდა,
რაც რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ თამაზ შიოშვილმა საკუთარი
კანდიდატურა
მოხსნა.
ირაკლი ალასანია 2012 წელს ზუგდიდში მაჟორიტარად იყრიდა კენჭს და
ნაციონალური მოძრაობის კანდიდატთან როლანდ ახალაიასთან დამარცხდა.
თამაზ შიოშვილი დღეს შტაბში არ გამოჩენილა.

სტატიის გამოყენების პირობები