ახალი ამბები
,,ნაციონალების" გორის ოფისის შუშები შიგნიდან ჩაამტვრიეს
ჩარჩოებში ჩარჩენილ შუშების ნამსხვრევებს ეტყობა, რომ დარტყმა შიდა მხრიდან იყო.

გადაჭრილი შუშები ოთახის მხრიდან ქუჩის მხარესაა გადაზნექილი.

სამი ფანჯრის შუშები მთლიანად ჩამსხვრეულია. კარები და კარების მარჯვენა მხარე გადარჩენილია.

პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები ამბობენ, რომ ისინი თვითონ ჩაამტვრიეს გამოცვლის მიზნით.

ერთერთ აქტივისტს ხელი აქვს გაჭრილი. ისიც ამბობს, რომ ფანჯრების გამოცვლის დროს დაუზიანდა.

შიდა დაპირისპირებას ყველა გამორიცხავს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები