,,ნაციონალური მოძრაობა“ გორში ალექსანდრე გოგლიძის კანდიდატურის
მოხსნას არ აპირებს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ალექსანდრე გოგლიძე
ქალაქ გორის მაჟორიტარობის კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს
ამის შესახებ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინზე პარტიის რეგიონალური
ორგანიზაციის ლიდერმა ბადრი ბასიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თავზეც რომ გადაიმტვრიოს ალექსანდრე გოგლიძის ძმამ ივანე
გოგლიძემ შუშები, პარტია პოზიციის შეცვლას არ აპირებს.
შეგახსენებთ, 2016 წლის 10 აგვისტოს ,,ნაციონალების“ ოფისის ფანჯრები
კომპანია ,,კულას“ მფლობელმა ივანე გოგლიძემ
ჩაამტვრია.
ჩვენს კითხვაზე, კონკრეტულად, რას ითხოვდა ივანე გოგლიძე, ბადრი
ბასიშვილი ამბობს, რომ არ იცის.
პარტიის რეგიონულმა ლიდერმა, რომელიც კენჭს თავის მხრივ რაიონში
იყრის, ყურადღება ბოლო დროს გახშირებულ ქურდობის ფაქტებს მიაქცია.
კერძოდ, სოფლების მერეთისა და ქვახვრელის კოორდინატორებს კრიმინალებმა
მსხვილფეხა საქონელი მოპარეს.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ ქვახვრელში ნაციონალების
წარმომადგენელს ივანე ნუსხელიძეს 10 სული საქონელი (ყველა მეწველი
ძროხა) საძოვრიდან გამოარჩიეს და წაიყვანეს. მერეთში კი, 5 სული
საქონელი წაიყვანეს.
,,ფაქტობრივად, გაკულაკება ხდება“ - აცხადებენ პარტიაში.

სტატიის გამოყენების პირობები