დღეს, გორში, პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული პარტიის" მაჟორიტარი
კანდიდატები პარტიის ხელმძღვანელმა ირაკლი ოქრუაშვილმა წარადგინა.
ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ,,ქართული პარტიიდან"
გორის რაიონში მაჟორიტარ კანდიდატად ჯაბა იმერლიშვილი იყრის კენჭს,
ხოლო ქალაქში თვითონ.
ჯაბა იმერლიშვილი სამხარეო პოლიციის კრიმინალური განყოფილების ყოფილი
უფროსის არჩილ იმერლიშვილის ძმაა.
სავარაუდოდ, ცესკო ოქრუაშვილის რეგისტრაციის საკითხს მას შემდეგ
განიხილავს, როდესაც საოლქო კომისიაში განაცხადი შევა.
,,თავისუფალი დემოკრატების" გორის ორგანიზაციის ლიდერი თამარ
თედლიაშვილი ამბობს, რომ კანონმდებლობა ოქრუაშვილს კენჭისყრის უფლებას
სავარაუდოდ არ მისცემს.
საქმე იმაშია, რომ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი
საქართველოში 2012 წლის შემდგომით დაბრუნდა.
2016 წლის ივლისის მდგომარეობით, ის საქართველოში ,,ბოლო ხუთი წლის
განმავლობაში" არ ცხოვრობს.
ანალოგიური, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისას მოხდა, როდესაც
ოქრუაშვილმა გორის მერობის კანდიდატად დაასახელა საკუთარი თავი.
ცესკომ ის რეგისტრაციიდან მოხსნა.

სტატიის გამოყენების პირობები