კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალადში შიდა საუბნო გზებზე ხრეშს
ყრიან.
კავთისხევის ადმინისტრაციულ თემში შემავალ მცირეკომლიან სოფელში
სამუშაოებს შპს ,,კასპის კეთილმოწყობის" სამსახურის ტექნიკით
აწარმოებენ.
კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს–სამსახურის ცნობით, პროექტი
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ხორციელდება.
,,სოფელ თვალადში სანიაღვრე არხი, წყალმიმღები ცხაური და მონოლითური
ბეტონის კიუვეტები მოეწყობა" – აღნიშნავენ პრეს–სამსახურში.
სამუშაოზე ჯამში 12 590 ლარი დაიხარჯება.
სტატიის გამოყენების პირობები