ახალი ამბები
ჩობალაურთან ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა
სამივე მგზავრმა სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს საღამოს სოფელ ჩობალაურთან მოხდა.

მთავარი მაგისტრალის თბილისი–გორის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

მძღოლი, მგზავრებთან ერთად, კახეთში მიდიოდა

,,წინ რუსულ ნომრიანი მანქანა გადაგვიხტა, ან მაგას უნდა დავჯახებოდით, ან საჭის მიმართულება უნდა შეგვეცვალა" – გვითხრეს ,,მერსედის" მარკის მგზავრებმა.

მძღოლმა მსუბუქი დაზიანება ხელის მტევანზე და ფეხზე მიიღო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები