კასპის მუნიციპალიტეტის 10 სოფლის გაზიფიცირების პროექტირებისთვის
თანხა საქართველოს მთავრობამ გამოყო.
მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს-სამსახურის ცნობით, საპროექტო
სამუშაოები მიმდინარე წელს განხორციელდება.
მთავრობის ახალი განკარგულების შესაბამისად, საპროექტო სიაში შემდეგი
სოფლები მოხვდა: მეტეხი, ზემო ჩოჩეთი, გომი, ნიაბი, ახალქალაქი,
დოესი, თელიანი, ზემო ხანდაკი, იგოეთი და მრგვალი ჭალა.
„კასპის მუნიციპალიტეტს კიდევ 10 გაზიფიცირებული სოფელი შეემატება. ეს
არის განახლებული ნუსხა იმ სოფლებისა, რომელთა გაზიფიცირების
პროექტირების საკითხმა მიმდინარე წლის გეგმაში გადმოინაცვლა. ამ
სოფლებში პირველი ეტაპისთვის მოხდება პროექტირების სამუშაობის
განხორციელება და შემდგომ განხორციელდება სამშენებლო სამუშაოები.
ჯამში დაგეგმილია კასპის მუნიციპალიტეტის 18 სოფლის გაზიფიცირება“, -
აცხადებენ კასპის მუნიციპალიტეტში.
სტატიის გამოყენების პირობები