25 აგვისტოს, ხაშურსა და სურამში საზაფხულო კონცერტები
გაიმართება.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მუნიციპალიტეტის
გამგეობიდან აცნობეს.
პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, სურამის კულტურის სახლში
ჯგუფი „რეო“ 17:00 საათზე იმღერებს, ხოლო ხაშურის პარკში ჯგუფების
„როკ თრეველინგ ბენდისა“ და „ლაბირინთის“ კონცერტი 19 სთ-ზე
დაიწყება..
კონცერტები გამგეობის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის
ორგანიზებით, იმართება.
ღონისძიებებისთვის საჭირო თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო და
დაახლოებით 5000 ლარი შეადგენს.
კონცერტებზე დასწრება ყველა მსურველს უფასოდ შეუძლია.
სტატიის გამოყენების პირობები