ახალი ამბები
დამანგრეველი მიწისძვრა იტალიაში
იტალიის ცენტრალურ ნაწილში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა.

ბიბისის ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა 37-ს აღწევს. მაშველები დაკარგულ ადამიანებს ეძებენ.

განსაკუთრებით დაზიანდა ქალაქი ამატრიჩე, რომელიც პერუჯასთან ახლოს მდებარეობს.

მიწისძვრის სიმძლავრემ ეპიცენტრში 6.2 ბალი შეადგინა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, იტალიის ქალაქ ამატრიჩეს თითქმის ნახევარი ნანგრევებად იქცა.

მიწისძვრის ეპიცენტრი რომიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები