„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ გორის მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს
კვლავ აგრძელებს.
დეპუტატობის კანდიდატი სადგურის დასახლებაში კეცხოველის ქუჩის
მაცხოვრებლებს შეხვდა.
პარტიის პრეს-სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქალაქის
კეთილმოწყობას, ყურადღება გამახვილდა სპორტული მოედნების, სკვერების
მოწყობის, ასევე ქ.გორში საცურაო აუზის რეაბილიტაციის საკითხებზე.
კეცხოველის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრას „ქართული
ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულურიც დაესწრო.
„დღევანდელი შეხვედრისას უდიდესი სითბო ვიგრძენი ჩემი გორელებისგან.
მე მჯერა ჩემი თანაქალაქელები 8 ოქტომბერს მხარს დაუჭერენ ჩვენი
ქალაქის აღმშენებლობას, უკეთესი მომავლის შექნმას“ - განაცხადა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქ.გორის მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძემ.

სტატიის გამოყენების პირობები