24 აგვისტოს სანდრა რულოვსი ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ
სოფელ ფერმაში მოსახლეობას შეხვდა.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის
მეუღლეს ,,ნაციონალური მოძრაობის" კასპის მაჟორიტარი კანდიდატი ნუგზარ
ნონიაშვილი ახლდა.
შეხვედრაზე სანდრა რულოვსი ადგილობრივებს დაპირდა, რომ გამარჯვების
შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები სოფლის მეურნეობის
პრობლემებს მიაქცევენ ყურადღებას.
,,ჩვენ ეხლა მოვდივართ, თქვენთვის ვიმუშავებთ სოფლისთვის, სოფელში
მაცხოვრებელი ხალხისთვის, ყველა იმ ადამიანს მივხედავთ, ვინც ამ ოთხი
წლის განმავლობაში თავს დავიწყებულად გრძნობს. მე იმის გარანტია ვარ,
რომ კეთილდღეობას იგრძნობთ, რადგან მე შევედი პოლიტიკაში"- განაცხადა
სანდრა რულოვსმა.
მან ფერმერებს დაპირება მისცა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის"
გამარჯვების შემთხვევაში 45 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება, ხოლო
ნოემბრიდან 50 ლარით პენსია გაიზრდება.
აქტივისტების განცხადებით, სოფელ ფერმერაში შეხვედრას, დახლოებით, 200
მოსახლე ესწრებოდა. სარჩევნო უბანზე 1123 ამომრჩეველია
რეგისტრირებული.

სტატიის გამოყენების პირობები