ქართული
ოცნება- ''დემოკრატიული საქართველოს'' კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატი ირაკლი მეზურნიშვილი, ახალქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის
სოფელ ერთაწმინდის და გარიყულას მოსახლეობას შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პარტიის
პრეს-სამსახურიდან აცნობეს.
პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, კანდიდატმა სოფელში არსებული
პრობლემები განიხილა და მათი მოგვარების კონკრეტულ გზებზე ისაუბრა,
როგორიც გახლავთ: ინფრასტრუქტურა და გაზიფიკაცია.
''მიმაჩნია რომ განსაკუთრებული ყურადღება და მხრდაჭერა სწორედ სოფლის
მოსახლეობას სჭირდება. მე ვიცი თუ რა პრობლემები გაწუხებთ თქვენ. მე
დღეს აქ ვიხილე თქვენი ერთსულოვნება და მჯერა, რომ თქვენი
ერთსულოვნებით მივაღწევთ დიდ გამარჯვებას'' - განაცხდა ირაკლი
მეზურნიშვილმა.


სტატიის გამოყენების პირობები