წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნება-დემოკრატიული
საქართველოს“ ქ. გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ
მაკრახიძე ტინისხიდის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეებმა დასახლებაში არსებულ პრობლემებზე და მათი
მოგვარების გზებზე ისაუბრეს, განსაკუთრებული ყურადღება უმუშევრობის,
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და “სოციალურად
დაუცველის„ სტატუსის მინიჭების საკითხებს დაეთმო.
„ყოველჯერზე მოსახლეობასთან შეხვედრისას ვრწმუნდები, რომ ჩვენი
ქვეყანა ბოლო 4 წლის განმავლობაში დემოკრატიის გზას დაადგა. ჩვენი
მოვიპოვეთ ყველაზე მთავარი, სიტყვისა და აზრის თავისუფლად გამოხატვის
უფლება. დღეს მოსახლეობა ღიად საურობს საკუთარ პრობლემებზე, თამამად
შემოდიან დებატებში, ისინი ხელისუფლებისგან მაქსიმუმის გაკეთებას
ითხოვენ, სწორედ ესაა ჩვენი ხელისუფლების ნაყოფიერი მუშაობის შედეგი.
დღეს ხელისუფლება ხალხის სამსახურშია, აკეთებს ყველაფერს, რათა
თითოეულმა ჩვენთაგანმა უკეთეს პირობებში იცხოვროს."
- უთხრა სოსო მაკრახიძემ ტინისხიდელებს.
ტინისხიდელების უმთავრეს პრობლემას უმუშვერობის საკითხი წარმოადგენს.
ამიტომ, მაკრახიძის თქმით, ხელისუფლების სწორი მუშაობის შედეგად,
ეტაპობრივად დაიწყო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება.
,,ეს სწორედ ის ბიზნეს სექტორია, სადაც მოიძიება რესურსი ყველაზე მეტი
სამუშაო ადგილის შექნმისა. მე ვაძლევ ჩემს გორელებს პირობას, რომ
ჩვენს ქალაქში, ისე როგორც დანარჩენ საქართველოში უმუშვრობის პრობლემა
აღარ იქნება.“ განაცხადა იოსებ მაკრახიძემ ამომრჩველთან
შეხვედრისას.
სტატიის გამოყენების პირობები