ქალაქ გორში კომბინატის დასახლებაში კორპუსის ფასადის დემონტაჟის
სამუშაოები მიმდინარეობს.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ქალაქის მერიიდან
აცნობეს.
პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, საფრთხის თავიდან აცილების
მიზნით, კედლებიდან დაზიანებული ფასადის ელემენტებს აცლიან.
აღნიშნული კორპუსი შინდისის გზატკეცილზე #22-ში მდებარეობს.
ხვალ 7 სექტემბერს, 11:00 საათზე გორის მერი პროექტ ,,ღია კარის დღის“
ფარგლებში ამ კორპუსის მცხოვრებლებს შეხვდება.
„კორპუსის ფასადის ამორტიზირებული ნაწილი ნებისმიერ დროს შეიძლებოდა
ჩამონგრეულიყო, რაც ადგილობრივ მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხეს
უქმნიდა. პროექტის მიხედვით ფასადის ელემენტები მოეწყობა მსუბუქი
კონსტრუქციით და მისი ჩამონგრევის საშიშროება აღარ იარსებებს.“ -
აცხადებენ გორის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურში.
პროექტის ღირებულება 65 700 ლარია და ადგილობრივი ბიუჯეტიდან
ფინანსდება. სამშენებლო სამუშაოებს სს „ქართლი“ ახორციელებს.
მშენებლობა 2016 წლის 30 დეკემბერს დასრულდება.
სტატიის გამოყენების პირობები