ადვოკატი ზაზა გიგაური ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატია.
ამის შესახებ გადაწყვეტილება უფლებადამცველმა დღეს მიიღო.
ზაზა გიგაურის თქმით, შემოთავაზება ,,დავით თევზაძე - მშვიდობიანი
საქართველოსთვის" პარტიიდან მიიღო და დათანხმდა.
აღნიშნული პარტიის საარჩევნო ნომერია #14.
ადვოკატ ზაზა გიგაურს არაერთ გახმაურებულ საქმეებში აქვს მონაწილეობა
მიღებული, ის, ძირითადად, ძალოვანი უწყებების წარმომადგენელთა მხრიდან
ჩადენილ დანაშაულებების წინააღმდეგ გამოდიოდა.

სტატიის გამოყენების პირობები