ამ წუთებში სტალინის სახლ-მუზეუმის სკვერში ,,ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის" კანდიდატების წინასაარჩევნო შეხვედრა მიმდინარეობს.
ქალაქ გორისა და გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების
მხარდასაჭერად პარტიის საარჩევნო სიის პირველი ათეულის წევრები
ჩავიდნენ.
მოსახლეობას დავით ბაქრაძე, სანდრა ელისაბედ რულოვსი, ნიკა მელია და
სხვები ხვდებიან.
ისინი მხარდამჭერებს მოუწოდებენ, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის
არჩევნებზე ხმა ბადრი ბასიშვილისა და ალექსანდრე გოგლიძეს მისცენ.

სტატიის გამოყენების პირობები