სტალინის სახლ-მუზეუმის სკვერში ,,ნაციონალური მოძრაობის"
მხარდამჭერებისთვის 1 100 სკამი დადგეს.
ქალაქ გორისა და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის
გამართულ შეხვედრაზე ყველა სკამი შეივსო.
პარტიის ორგანიზატორების თქმით, აქციაზე უფრო მეტი ხალხი მივიდა.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ათეულის წევრები დავით
ბაქრაძე, სანდრა ელისაბედ რულოვსი, ნიკა მელია და სხვები ბადრი
ბასიშვილსა და ალექსანდრე გოგლიძეს მხარდაჭერას უცხადებენ.
ისინი ამომრჩევლებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მისვლისკენ
მოუწოდებენ.


სტატიის გამოყენების პირობები