ახალი ამბები
ჯავის რაიონში 70 წლის მამაკაცი მოკლული იპოვეს
ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის მილიციის თანამშრომლებმა ჯავის რაიონში მამის მკვლელობის ბრალდებით 37 წლის მამაკაცი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,სპუტნიკი" ავრცელებს.

დე-ფაქტო მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, 70 წლის მამაკაცის გვამი ძალადობის ნიშნებით ტყეში იპოვეს. 

,,ეჭვიმიტანილი გარდაცვლილის შვილია, ის ტყეში დავაკავეთ" -  იუწყება ცხინვალის მილიციის პრეს-სამსახური.

2016 წლის 8 სექტემბერს კვაისის მილიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ ჯავის რაიონში მცხოვრები, 70 წლის ფედია თედეევი და მისი შვილი ტყეში შეშაზე წავიდნენ და აღარ გამოჩენილან.

ერთდღიანი ძებნის შემდეგ სოფელ ერწოს მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები