გორის მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ
შეხვედრები გორში, ახლა უკვე კომბინატის დასახლებაში
გამართა.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,თავისუფალი
დემოკრატების" პრეს-სამსახურიდან აცნობეს.
პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, შინდისის გზატკეცილზე
მაცხოვრებლები ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ინფრასტრუქტურულ პრობლემებს
ასახელებენ.
,,გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა (შინდისის გზატკეცილი #32-ის
მიმდებარედ კანალიზაცია გზაზე მიედინება), ავარიული კორპუსები, და
შიდა გზები, ეს არასრული ჩამონათვალია იმ პრობლემების, რომლის
მოგვარებას მოსახლეობა ითხოვს. ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელში ირაკლი
ალასანიამ ოთახები პირადად დაათვალიერა და განაცხადა რომ ამ პირობებში
მცხოვრები მოქალაქეების ასე მიტოვება ამ ადამიანების წინაშე ჩადენილი
დანაშაულია." - აცხადებენ პრეს-სამსახურში.
,, მე ვიქნები თქვენი ადვოკატი, მოსვენებას არ მივცემ, როგორც
ადგილობრივ, ისე ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ თქვენი პრობლემები
აღმოფხვრილი იქნას უახლოეს პერიოდში“, – განაცხადა ირაკლი
ალასანიამ.

სტატიის გამოყენების პირობები