„ურთიერთობა ჩვენს მოძმე ოსებთან და აფხაზებთან აუცილებლად უნდა
აღვადგინოთ”, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ გორის ცენტრში, ,,საბრძოლო
დიდების მუზეუმთან“ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე.
გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან გამართულ შეხვედრაზე
საუბრის თემა ქალაქის და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრობლემატიკას
უკავშირდებოდა.
მოსახლეობა კვლავინდებურად ადგილობრივი ხელისუფლებისგან
უყურადღებობას, ქალაქში გადაუჭრელ ინფრასტრუქტურულ და სოციალური
პრობლემებს უჩივის.
ირაკლი ალასანიამ შეხვედრის განსაკუთრებული ნაწილი ოკუპაციის
პრობლემაზე საუბარს დაუთმო და განაცხადა, რომ ურთიერთობები აუცილებლად
უმოკლეს ვადებში უნდა იქნეს აღდგენილი და ქვეყნის გამთლიანება
გარდაუვალ პროცესად უნდა იქცეს.
„ურთიერთობა ჩვენს მოძმე ოსებთან და აფხაზებთან აუცილებლად უნდა
აღვადგინოთ, პროცესები ხელისუფლებისგან უნდა წარიმართოს ისე, რომ
ქვეყნის გამთლიანება გარდაუვალ პროცესად იქცეს. ეს რა თქმა უნდა
მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით განხორციელდება და ამ
პროცესებს აუცილებლად დავიწყებთ გორიდან“, – განაცხადა ირაკლი
ალასანიამ.
სტატიის გამოყენების პირობები