ახალი ამბები
სოფელ ვაკეში სასმელი წყლის დაზიანებული მილი იცვლება
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ვაკეში დაზიანებული სასმელი წყლის მილი გამოიცვლება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივებმა აცნობეს.

მათი თქმით, უახლოეს ხანებში სამუშაოები დასრულდება და სოფლის მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება აღდგება.

სამუშაოებს კომპანია ,,კასპის საგზაო" ახორციელებს და აღნიშნული მომსახურებისთვის დაახლოებით 4500 ლარს მიიღებს.

გარდა ამისა, აღნიშნული კომპანია ქვემო ჭალამდე მისასვლელ გზასაც მოხრეშავს, რაც დამატებით 19 ათასი ლარი დაჯდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები