კასპის მუნციპალიტეტის სოფელ იგოეთთან, გრაკლიანის გორას მიმდებარე
ტრერიტორიაზე, ქართული ნუშის სახეობის 100 ძირი ნერგი დარგეს.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საქართველოს ეროვნული
ბოტანიკური ბაღიდან აცნობეს.
ბოტანიკური ბაღის დირექტორის, თამაზ დარჩიძის განცხადებით,
საკონვერსაციო ნაკვეთი, ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს BGCI
მხარდაჭერით, გაშენდა.
პროექტის განხორციელებაში საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტოს
წარმომადგენლები დაეხმარნენ.
თამაზ დარჩიძე აღნიშნავს, რომ კასპის მუნციპალიტეტი ქართული ნუშის
კლასიკური გავრცელების არიალს მიეკუთვნება:
,,არქეოლეგების თქმით, გრაკლიანის გორაზე ველური ჯიშის ნუში
არსებობდა, თუმცა, დღეს, შიდა ქართლის ტერიტორიაზე ქართული ველური
ჯიშის ნუში აღარ გვხდება. აღნიშნული სახეობების დაცვა და გაშენება
არის ჩვენი ქვეყნის ვალდებულება ბიომრავალფეროვნების კონვენციით.
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ჩართულია პროცესებში და
ახორციელებს ძველი ქართული ნერგების აღდგენას და გავრცელებას.“-
აღნიშნა თამაზ დარჩიძემ.
,,გრაკლიანის გორაზე" ბოლო პერიოდში უნიკალური არქეოლოგიური გათხრები
მოეწყო.
სტატიის გამოყენების პირობები