შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის შენობის წინ, წუხელ, ავარია
მოხდა.
შემთხვევის ადგილზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის
წარმომადგენლებმა ,,შკოდა ოქტავია" დამტვრეულ მდგომარეობაში
დააფიქსირეს.
2013 წლის გამოშვებული მანქანა სახელმწიფო ნომრით FFT-182 საპატრულო
პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზეა.
შემთხვევა ძველით ახალი წლის ღამეს მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, საპატრულო
პოლიციის მანქანას სხვა მანქანა დაეჯახა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის
პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ეს მუხლი ითვალისწინებს ავტომობილის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის
წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს,
რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, – -ისჯება
ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
სტატიის გამოყენების პირობები