რამდენიმე წლის წინ, ალბათ,
ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ქართულ ბაზარზე შეიქმნებოდა კომპანია,
რომლის მთავარი ხედვა და ფასთა პოლიტიკა გამომდინარე იქნებოდა არა
კომპანიის ვიწრო ინტერესებიდან ან ბაზრის რეალობიდან, არამედ თავად
მომხმარებლის საჭიროებებიდან და შესაძლებლობებიდან.
კერძოდ, 21-ე საუკუნის ციფრულ და ტექნოლოგიურ ხანაში, ბუნებრივად
არსებობს ინტერნეტ სივრცეში ნებისმიერი იდეის თუ ბიზნესის წარმატებული
განვითარებისთვის და პოზიციონირებისთვის აუცილებელი პროდუქტებისა და
მომსახურებების საჭიროება. სწორედ მათ რიცხვში შედის კომპანია
„Goodweb“-ის
ისეთი სერვისები, როგორიცაა:
ბიზნეს
ვებგვერდი ,
ინტერნეტ მაღაზია,
რეკლამა რეიტინგულ ბიზნეს პორტალებზე, კორპორაციული
ელ.ფოსტა, მარკეტინგული კონცულტაცია, ჰოსტინგი, ტექნიკური მხარდაჭერა
თუ სხვა..
თუმცა, „Goodweb“-ის მთავარი იდეა, მიზანი და უნიკალურობა მდგომარეობს
იმ ინოვაციურ პლატფორმასა და ეფექტურ ფასთა პოლიტიკაში, რომელსაც ის
საზოგადოებას სთავაზობს და რაც ზემოთაღნიშნული, ძვირადღირებული
პროდუქციის სერვისის სახით, ყოველთვიური ანგარიშსწორებით მიღების
საშუალებას იძლევა. შესაბამისად, ყველაფერი, რაც საჭიროა შემდგომში
თქვენი ვებგვერდის ან ინტერნეტ მაღაზიის ეფექტურობისთვის და
სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის, ზედმეტი დანახარჯისა თუ სპეციალისტის
დაქირავების გარეშე შედის „Goodweb“-ის სერვისში და იმ თანხაში, რასაც
ყოველთვიურად იხდის მისი მომხმარებელი. თვეში სულ რაღაც
19 ,
29 ,
39 ,
49 ან
59
ლარს.
აღნიშნული სერვისი ბაზარზე მრავალწლიანი დაკვირვების და მუშაობის
შედეგად ჩამოყალიბდა „Goodweb“-ის დიდი და მოტივირებული გუნდის მიერ,
დღეს კი ის ანგრევს სტერეოტიპებს, ცვლის რეალობას და ნემისმიერ
ადამიანსა თუ ბიზნესს, პირველადი ინვესტიციის მოძიების გარეშე აძლევს
ინტერნეტ სივრცეში პოზიციონირების, განვითარების, ჯანსაღი
კონკურენციის გაწევის და წარმატების მიღწევის შესაძლებლობას, რაც,
თავისთავად ხელს უწყობს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესების
განვითარებას და კონკურენტული ბიზნეს გარემოს ფორმირებას.
ასე რომ ნუ გადადებ, დაგვიკავშირდი, იყავი ტრენდული და ფეხი აუწყე
ახალ რეალობას.
შემოგვიერთდი ფეისბუქის გვერდზე და თვალი ადევნე
ყველა სიახლეს
სტატიის გამოყენების პირობები