ახალი ამბები
,,ადამიანი გადმოვარდა" - მორიგი ცრუ განგაში გორის ციხეზე
დღეს, საღამოს, გორის ციხეზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მანქანები კიდევ ერთხელ გამოჩნდა.

112-ე შესული შეტყობინების მიხედვით გორის ციხიდან ადამიანი გადმოვარდა. ადგილზე მისულ პოლიციელებსა და მედიკოსებს სიმშვიდე დახვდათ.

,,ცრუ განგაში" - ასეთი შინაარსით შესაბამისი გრაფა, ადგილზე დათვალიერების ოქმში, ხელმეორედ შეივსო.

შეგახსენებთ, წუხელ, გვიან ღამით, ანალოგიური სახის შეტყობინება შევიდა, რის გამოც, გორის ციხეზე სსწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა და პოლიცია მივიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ზარის ავტორების ვინაობის დადგენა დაიწყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები