ქალაქ გორში, წმინდაწყალზე, 24-წლის მამაკაცი სცემეს, რომელიც შემდეგ
საავადმყოფოში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალდებული, 20-წლის მამაკაცი დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე
ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას
გულისხმობს.
,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკებისას,
1993 წელს დაბადებულ მ.ს.-ს თავისა და სახის არეში რამდენიმე
დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს." - აცხადებენ შსს-ში.
პრეს-სამსახურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის
პოლიციის დეპარტამენტისა და გორის რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ნ.თ. ცხელ კვალზე
დააკავეს.
სტატიის გამოყენების პირობები