პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის თქმით, დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც ტკივილი გამოიწვია) და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ქონების დაზიანება) წარედგინა.
პროკურორის ინფორმაციით, დაკავებულმა მაღაზიაში მდგარი ჩასარიცხი აპარატიც დააზიანა. ალექსანდრე ხ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დევნილის ინტერესებს, როგორც სოციალურად დაუცველს, უფასო იურიდიული სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს თანამშრომლები იცავენ. ადვოკატმა მოსამართლეს საპროცესო შეთანხმების მიღწევის მცდელობის თაობაზე ინფორმაცია სასამართლოს 2014 წლის 5 სექტემბერს მიაწოდა. სასამართლო პროცესზე პროკურორმა მიშა ბერიაშვილმა განაცხადა, რომ საპროცესო შეთანხმების თაობაზე დაზუსტებული ინფორმაცია 19 სექტემბრამდე ეცოდინება.
სტატიის გამოყენების პირობები