რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახალი ამბები
აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით გორელი ჟურნალისტებისთვის ინგლისური ენის კურსები გრძელდება
გორელი ჟურნალისტები, ცოდნისა და უნარების მიხედვით, ინგლისურ ენას ორ ჯგუფად სწავლობენ. შედარებით რთულ დონეს მათი მცირე რაოდენობა გადის. პირველ ჯგუფში უფრო მეტნი არიან.

სწორედ, ამ საჭიროებიდან გამომდინარე, აშშ-ს საელჩოს ფინანსური დახმარებით, ორგანიზაცია ,,ლინგვა ლების" სპეციალისტები მეორე წელია ინგლისური ენის კურსებს, საქართველოს მასშტაბით, რეგიონალური მედიის წარმომადგენლებს სთავაზობენ.

მათ შორისაა ჟურნალისტი ლიკა შამუგია, რომელმაც პროექტში მონაწილეობა წელსაც გააგრძელა. მესამე სემესტრში მას სიახლეც შესთავაზეს. გრამატიკული ცოდნის მიღების შემდეგ, ის, ჯგუფის წევრებთან ერთად, ინგლისურ ენაზე სტატიების წერის სპეციფიკას ეცნობა, ტექსტების სტრუქტურას  და სათაურების შერჩევის მიდგომებს ეუფლება.

ერთ-ერთ გაკვეთილზე პედაგოგმა მაია ბოლაშვილმა ჟურნალისტებს ინგლისურ ენაზე ბრიტანეთის პრესაში გამოქვეყნებული სტატიების ვარიანტი გააცნო. ამბავი ეხებოდა ტანსაცმლის მაღაზიებში ქურთუკით შესვლის აკრძალვას, რომელსაც, თავის დროზე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა.

ორმა გაზეთმა ამბავი სხვადასხვაგვარად გააშუქა. განსხვავებული იყო თხრობის სტილი, სათაურები. დავალების მიხედვით, ჟურნალისტებს უნდა ესაუბრათ იმის შესახებ, თუ რომელი სტატია შეიცავდა ემოციურ და ნეიტრალურ ტექსტებს. ერთ-ერთ სტატიაში აღნიშნული იყო, რომ მაღაზიაში ქურთუკით ქურდი, მძარცველი და ყაჩაღი თინეიჯერები შედიან, ხოლო მეორე სტატიაში ჟურნალისტი მკვეთრ გამონათქვამებს ახალგაზრდების მიმართ ერიდებოდა. ის უთითებდა, რომ კანონის შემოღება გამოიწვია ფაქტმა - ქურდობებმა, და არა - ქურდებმა.

რაც შეეხება სასწავლო წიგნებს, კურსი სწორედ მორგებულია მათთვის, ვინც სწავლობს ან მუშაობს ჟურნალისტიკის მიმართულებით, უწევს ინგლისურად კომუნიკაცია ამ სფეროში, თარგმნა, მოსმენა, ტექსტების კითხვა, მეტყველება.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან, მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
09:00 / 29.11.2024
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების შტაბთან გადაინაცვლა.
23:51 / 28.11.2024
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ''
19:43 / 28.11.2024
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
18:21 / 28.11.2024
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი,
16:48 / 28.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.