რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
შიდა ქართლის კალათბურთის განვითარების ცენტრის დირექტორს სასამართლომ უფლებამოსილება შეუჩერა
დღეს, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, შიდა ქართლის კალათბურთის განვითარების ცენტრის დირექტორს ზვიად ბაბიაშვილს უფლებამოსილება, საქმის განხილვის დასრულებამდე, შეუჩერა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს, განვითარების ცენტრის გამგეობის რამდენიმე წევრმა განუცხადა. იოსებ ხაჩიურის თქმით, ერთი თვის წინ, ზვიად ბაბიაშვილმა ორგანიზაციის კრება ისე ჩაატარა, რომ სხვა წევრებს, მათ შორის, იმდროინდელ ხელმძღვანელს არ გააგებინა.

,,ეს გააკეთეს სპეციალურად, რადგან ამ ორგანიციის ხელმძღვანელობიდან ჩამოვეშორებინე. აარჩევინა გამგეობის ახალ წევრებს თავი დირექტორად. ეს იმიტომ მოხდა, რომ არ წავსულიყავით 11 დეკემბერს დაგეგმილ არჩევნებზე, სადაც კალათბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიონ. " - აცხადებს იოსებ ხაჩიური.

მისი თქმით, სასამართლოში, სწორედ, მან შეიტანა სარჩელი და უფლებამოსილება ზვიად ბაბიაშვილს, ამის გამო, შეუჩერდა.

,,შიდა ქართლიდან კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე ორი ხმა უნდა წასულიყო. გეცოდინებათ, რომ კენჭს იყრის შიო ხეცურიანიც. ზვიად ბაბიაშვილი შიო ხეცურიანის მხარდამჭერია. სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, 11 დეკემბერს ვერც ერთი წავალთ" - განმარტავს იოსებ ხაჩიური.

ზვიად ბაბიაშვილი ხვალ 9 დეკემბერს გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საგანგებო ბრიფინგს გამართავს. სავარაუდოდ, ის სწორედ სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე ისაუბრებს.

დღეს, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა შიო ხეცურიანმა საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა გააკრიტიკა და შიდა ქართლის კალათბურთის განვითარების ცენტრთან 1 ნოემბერს გაფორმებული მემორანდუმი გაასაჯაროვა. მისი თქმით, მმართველობიდან 3 წლისა 11 თვის თავზე ფედერაცია მემორანდუმს არ უნდა აფორმებდეს, რადგან ეს არის პირდაპირი გაგებით მოსყიდვა.

“ჩვენ ვისაუბრეთ არასამართლიან საარჩევნო გარემოზე. ჩაგვივარდა ხელში დოკუმენტაცია, რომლის თანახმადაც, ამჟამინდელმა კალათბურთის ფედერაციამ შიდა ქართლის კალათბურთის განვითარების ცენტრთან 1 ნოემბერს, მათი მმართველობის 3 წლისა და 11 თვის თავზე, არჩევნებამდე 1 თვით ადრე, გააფორმა მემორანდუმი. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მომდევნო წლების განმავლობაში შიდა ქართლის ფედერაცია დაფინანსდება 20 ათასი ლარით. ჩვენი აზრით, ეს არის პირდაპირი მოსყიდვა და ჩვენ ამას ვაპროტესტებთ, როგორც ამჟამინდელი ფედერაციის სხვა არასამართლიან გადაწყვეტილებებს”, - განაცხადა შიო ხეცურიანმა.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ საგანგებო განმარტება გააკეთა ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის შიო ხეცურიანის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ეროვნული ფედერაციასა და შიდა ქართლის რეგიონული კალათბურთის განვითარების ცენტრს შორის გაფორმებულ მემორანდუმს:





„საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის რეგიონული კალათბურთის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ეროვნული ფედერაცია აფორმებს ხელშეკრულებებს საქართველოში არსებულ მის წევრ ყველა რეგიონულ ფედერაციასთან 2017 წლის აპრილიდან. ამ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა 2 წლის განმავლობაში და მისი ამოქმედება დაიწყო შესაბამისი ფინანსური სახსრების გარანტირებული უზრუნველყოფის შემდეგ. ხელშეკრულებებში გაწერილია, რომ რეგიონული ფედერაციისთვის გაწეული ფინანსური მხარდაჭერის არანაკლებ 70 პროცენტისა უნდა მოხმარდეს რეგიონში ბავშვთა კალათბურთის განვითარებას, დანარჩენი - ადმინისტრაციულ ხარჯებს. ამის მიზეზია ის, რომ რეგიონული ფედერაციები ვერ იძიებენ სათანადო სახსრებს, რათა საკმარისი რაოდენობით ჩაატარონ ბავშვთა საკალათბურთო ღონისძიებები. ზვიად ბაბიაშვილმა ცოტა ხნის წინ ჩაიდინა შიდა ქართლის რეგიონული კალათბურთის განვითარების ცენტრის პრეზიდენტის არჩევნების დროს. ბაბიაშვილმა ძალადობის გზით და ყოველგვარი იურიდიული ნორმების დარღვევებით მიიტაცა შიდა ქართლის რეგიონული კალათბურთის განვითარების ცენტრის პრეზიდენტის თანამდებობა. თუმცა, აღნიშული ორგანიზაციის ყოველგვარი იურიდიული და ზნეობრივი ნორმების დარღვევებით შეცვლილი პრეზიდენტის იოსებ ხაჩიურის საჩივრის შემდეგ, გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის განჩინების საფუძველზე ზვიად ბაბიაშვილს შეუჩერდა შიდა ქართლის რეგიონული კალათბურთის განვითარების ცენტრის პრეზიდენტის უფლებამოსილება. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უზრუნველყოფს 2017 წლის 11 დეკემბერს დანიშნული პრეზიდენტის არჩევნების ჩატარებას სამართლიან და ადექვატურ გარემოში“, - განაცხადა გაბრიჩიძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან, მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
09:00 / 29.11.2024
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების შტაბთან გადაინაცვლა.
23:51 / 28.11.2024
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ''
19:43 / 28.11.2024
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
18:21 / 28.11.2024
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი,
16:48 / 28.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.