რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორის საკრებულოს დეპუტატები ყოველთვიურად 400 ლარს ხარჯებისთვის მიიღებენ
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს
თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის საჭირო
ხარჯების ანაზღაურება (ზღვრული ოდენობა) თვეში 400 (ოთხასი) ლარის
ოდენობით დაენიშნათ.
ამის შესახებ გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. 400-ლარიან ანაზღაურებას აპროტესტებს შენების მოძრაობის წარმომადგენელი ბადრი ნანეტაშვილი.
ანაზღაურებას, განკარგულების მიხედვით, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის, მისცემენ: კერძოდ, საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისთვის, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით; ასევე, საკრებულოს კომისიების სხდომებში მონაწილეობისთვის რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით.
გარდა ამისა, თანხის მისაღებად საკრებულოს წევრი ვალდებულია, ერთი თვის განმავლობაში, ამომრჩევლებთან არანაკლებ სამი შეხვედრა გამართოს, საიდანაც არანაკლებ ორი შეხვედრა უნდა დასტურდებოდეს საკრებულოს წევრის მოხსენებითი ბარათით და არანაკლებ ერთი შეხვედრა - შესაბამისი აქტით (სამი ამომრჩევლის ხელმოწერით დადასტურებული აქტი).
თუ საკრებულოს წევრი შეასრულებს მხოლოდ ორ ვალდებულებას, მას მიეცემა თანხა 20 პროცენტის გამოკლებით, თუ შეასრულებს მხოლოდ ერთს, საკრებულოს წევრს, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად გათვალისწინებული თანხა არ მიეცემა.
ფოტოზე: საკრებულოს წევრი ,,შენების მოძრაობიდან" ბადრი ნანეტაშვილი

ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები