რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
რუსეთში რეგისტრირებული კომპანია ქვეში-ციცაგიანთკარის გზის ტენდერის პირობებს ასაჩივრებს
ქვეში-სათემო-ციცაგიანთკარის გზების მოასფალტებისთვის გამოცხადებულ ტენდერის პირობებს მოსკოვში რეგისტრირებული კომპანია ასაჩივრებს. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა შესყიდვების სააგენტოს საჩივრით მიმართა.

,,გროსინვესტკაპიტალის" იურისტები აცხადებენ, რომ სატენდერო წინადადებაში ჩაწერილი ნორმა ეწინააღმდეგება კანონდებლობას. კერძოდ, გორის მერიის შესყიდვების სამსახური წერს, რომ ტენდერში მონაწილე უცხოურ კომპანიებს, სათაო ოფისის მიერ შესრულებული სამუშაოები, გამოცდილებაში არ ჩაეთვლება.

,,თუ ეს ფრაზა არის კანონით გათვალისწინებული მოთხოვნა, მაშინ მთითებული უნდა იყოს რომელი კანონმდებლობის, რომელი ქვეპუნქტით მიიღო შემსყიდველმა ეს მოთხოვნა სატენდერო დოკუმენტაციაში" - აღნიშნავს ,,გროსინვესტკაპიტალის" იურისტი.

,,გროსინვესტკაპიტალი" რუსეთში, კერძოდ, მოსკოვში 2016 წლის ოქტომბერში დარეგისტირდა.ისი მფლობელები არიან როსტომ კავაზი და ვალერიან მოკერია. კომპანიამ ფილიალი თბილისშიც გახსნა.

მონაწილეობა მიღებული აქვს 29 ტენდერში, საიდანაც მხოლოდ 7 ტენდერი მოიგო. სულ 2 მლნ 739140 ლარის კონტრაქტები აქვს გაფორმებული. ერთ-ერთი მსხვილი შესყიდვა განახორციელა ვეტერანების სახელმწიფო დეპარტამენტის შენობის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, განახორციელა, სადაც 1 მლნ 230 000 ლარი დაიხარჯა.

სოფელ ქვეშის გზიდან სათემო-ციცაგიანთკარი-ახრისის დამაკავშირებელი გზის ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოებზე ტენდერი 2018 წლის 5 თებერვალს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 27 თებერვალს მთავრდება.

გზის აღნიშნული მონაკვეთი 5 კმ 826 მეტრია; მის შესაკეთებლად 1 მლნ 543 270 ლარია გათვალისწინებული, საიდანაც 1მლნ 20 ათასი ლარი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო. დანარჩენი ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.