რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორში წმინდაწყალზე ახალი პარკი 4 ათასი ნერგით 2013 წლიდან უნდა გაშენებულიყო
,,ადმინისტრაციული, პოლიტიკური და ეკონომიკური დატვირთვის გამო ქალაქი
გორი საჭიროებს გამწვანების ღონისძიებების ინტენსიფიკაციას. მდგრადი
ენერგეტიკული განვითარების გეგმაში, ამ სახის ღონისძიებების გატარება
აუცილებელია."
ეს სიტყვები წერია ევროკომისიის მიერ შექმნილ ,,მერების შეთანხმების" დოკუმენტში, რომლითაც გორის მთავრობამ, 2013 წელს, აიღო ვალდებულება, სათანადო ღონისძიებები 2020 წლამდე გაატაროს.
კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით, ენერგოეფექტურობის დოკუმენტი გორის საკრებულომ 2013 წელს დაამტკიცა. სწორედ, ამ გეგმაში წერია, რომ წმინდაწყლის დასახლებაში, 2013 წლიდან 2020 წლამდე, 4 ათასი ნერგი უნდა დარგულიყო.
,,გარდა კლიმატის გაჯანსაღებისა, ნარგავებს აქვთ სათბურის გაზების შთანთქმის ფუნქცია. სამოქმედო გეგმით გათავალისწინებულია ქალაქის კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია ქალაქის ერთ–ერთ დიდ, წმინდაწყლის რაიონში, რაც გულისხმობს საერთო ჯამში 4000 ძირი ნარგავის, ძირითადად, ცაცხვის და ნეკერჩხლის დარგვას. ეს დაეხმარება კლიმატის გაჯანსაღებას ქალაქში, რაც განაპირობებს ტრანსპორტის ინტენსიურ მოძრაობას ამ ადგილებში." - აღნიშნულია დოკუმენტში.
საკრებულოს მიერ მოწონებულ დოკუმენტში წერია, რომ ეს ღონისძიება ეტაპობრივად უნდა განხორციელებულიყო, წელიწადის სწორად შერჩეულ მონაკვეთებში და საზოგადოების ფართო ფენების ჩართვით.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ წმინდაწყალზე ახალი პარკის გაშენებით, შთაინთქმება დაახლოებით წელიწადში მინიმუმ 24 ტ CO2, რაც 7 წელიწადში 168 ტ CO2 შეადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ გორის მუნიციპალიტეტმა, 2013 წელს, წმინდაწყალზე ახალი პარკის გაშენების ვალდებულება აიღო, ამ უბანში 2013-2015 წლებში არა თუ გაშენდა, არამედ მოიჭრა 50-მდე ხე და პროფილაქტიკა აშენდა. ახალ პროფილაქტიკას მიწის ფართი 49-წლიანი იჯარით აქვს აღებული.
მერების შეთანხმება არის ევროკავშირის ფართომასშტაბიანი ინიციატივა. იგი აერთიანებს ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობებს, რომლებიც ნებაყოფლობით იღებენ ვალდებულებას გაზარდონ ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება მათ დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიებზე. შეთანხმების ხელმომწერნი მიზნად ისახავენ 2020 წლისათვის შეამცირონ CO2-ის ემისიები მინიმუმ 20%-ით და ამით თავიანთი წვლილი შეიტანონ მწვანე ეკოლოგიურად ორიენტირებული ეკონომიკის განვითარებასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის.

ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები