რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ოკამთან მომხდარ ავარიის საქმეზე ბრალდებული გამართლდა
სამართალდამცველებმა სრულად ვერ გამოიძიეს ავარიის საქმე, რომელიც
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში მცხოვრებ ახალგაზრდებს
ავტობანზე შეემთხვათ. გორის მოსამართლემ, ნიკოლოზ მარსაგიშვილმა,
ძიების მასალები დაიწუნა.
ბრალდებულ პირის მიმართ კი, გამამართლებელი განაჩენი 2018 წლის 29 იანვარს გამოიტანა.
ადვოკატი ნინო შავშიშვილი ამბობს, რომ სასამართლო ექსპერტიზის თანამშრომლებმა საჭესთან მჯდომის ვინაობა ვერ დაადგინეს. ქსოვილის ნაწილაკების შესწავლითა და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზით, ასევე, შეუძლებელია აღმოჩნდა იმის დადგენაც, თუ ვის ტანსაცმელს ეკუთვნოდა ისინი.
თვითმხილველების მიერ მიცემული ჩვენების მიხედვით, ხეზე შეჯახებულ მანქანაში სამი ადამიანი იმყოფებოდა და ყველა მათგანი უკანა სალონში, თანაც დაშავებულ მდგომარეობაში. ამ სამიდან ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მეორე- უგონო მდგომარეობაში იყო, ხოლო მესამე, ღვინის ბოცთან ერთად, იჯდა.
პირი, რომელიც ღვინის ბოცთან ერთად იმყოფებოდა, ამბობს, რომ შეჯახების დროს, ეძინა და ვერ გაიგო, რა მოხდა. ბრალდებულიც ამბობს, საჭესთან თვითონ არ მჯდარა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ სწორედ ბრალდებული იჯდა. მოსამართლემ გაითვალისწინა ადვოკატის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ გარდაცვლილები ირიბ ჩვენებას, მესამე პირების მონაყოლის მიხედვით, აძლევენ.
რაც შეეხება ექსპერტებს, მათ სასამართლო სხდომაზე განაცხადეს, რომ მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეუძლიათ განსაზღვრონ ავტომანქანის საჭესთან მყოფი პიროვნების ვინაობა. თუმცა, მოსამართლე მარსაგიშვილმა განაცხადა, რომ ვარაუდის დონეზე პირისთვის მსჯავრის დადება, კანონით დაუშვებელია.
ერთადერთი, რაც უტყუარად დასტურდება, არის ის, რომ იმ დღით, ახალგაზრდები ერთმანეთს სამეურნეო საქმიანობაში ეხმარებოდნენ. სუფრის შემდეგ, გორში წასვლა გადაწყვიტეს. შუაღამეს კი, თბილისში მეგობრების ნახვა. თან მეგობრების საპატივსაცემოდ, ღვინო წაიღეს.
დედაქალაქში ,,ოპელის“ მარკის ავტომანქანით მოძრაობდნენ. ,,ოპელი" ბრალდებულს ეკუთვნოდა. ბრალდებული ამტკიცებს, რომ იმ პერიოდისთვის მართვის უფლება ჩამორთმეული ჰქონდა, შესაბამისად მანქანა სამართავად მეგობარს გადასცა, რომელიც ამჟამად გარდაცვლილია.
დაახლოებით, ღამის 3 საათზე, დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა ავტობანზე მოცურდა და, უკანა სალონის მარცხენა მხრით, ხეს შეეჯახა. შედეგად კი, ერთი ადამიანი დაიღუპა.

ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები