რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
,,მააწე მარო!" - რა რეაგირება მოჰყვა გორში მარო მაყაშვილის საზოგადოების ინიციატივას
ადამიანის უფლებათა ცენტრმა განცხადებით შინაგან საქმეთა სამინისტროს
მიმართა, რათა დაუყონებლივ მოახდინოს იმ პირთა იდენტიფიცირება,
რომლებიც სიძულვილის ენით, მუქარით მიმართავენ გორში დაფუძნებული
საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,მაროს" წევრებს. საქმე ეხება მოქალაქეთა
გარკვეული ჯგუფის წევრების რეაქციას, რომელიც ადგილობრივ
მუნიციპალიტეტში პეტიციის წარდგენას მოჰყვა.
პეტიციის მიხედვით, ,,მაროს" წევრებმა ქალაქის ცენტრალური, სტალინის ქუჩის სახელის შეცვლა მოითხოვეს. აღნიშნულ პეტიციას არაერთგვაროვანი რეაგირება მოჰყვა, მათ შორის, მუქარის შემცველი:
,,ესეთები ყველა უნდა შეკრიბო ვისაც სახელის შეცვლა უნდა, 1 ლიმონკა ფ1 შეუგდო და ადგილზე ჩაწყვიტო," - ასეთი იყო ერთ-ერთი მოქალაქის მუქარა.
,,ადამიანის უფლებათა ცენტრის მოთხოვნაა, შს სამინისტრომ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რათა აღიკვეთოს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და თავიდან იქნეს აცილებული შესაძლო დანაშაულები", - აღნიშნულია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უფლებადამცველების განცხადებით, ყველა ადამიანი არის თავისუფალი, წარადგინოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში საკუთარი ინიციატივა, მიუხედავად იმისა, მისაღებია იგი თუ არა საზოგადოების ნაწილისათვის.
,,დაუშვებელია განსხვავებული აზრისა და შეხედულების გამო ადამიანების ლანძღვა, დევნა, მუქარა, ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა. საქართველოში მოქმედებს კანონი „თავისუფლების ქარტია", რომელიც კრძალავს ქუჩებისთვის კომუნისტური, ტოტალიტარული სახელწოდების მინიჭებას და მოითხოვს მინიჭებული სახელწოდებების აღმოფხვრას. პეტიცია სრულ შესაბამისობაში მოდის კანონმდებლობასთან და მეტიც, ყოველგვარი პეტიციის გარეშეც გორის მუნიციპალიტეტი ვალდებულია, აღმოფხვრას ქუჩების კომუნისტური სახელწოდებები." - აღნიშნულია განცხადებაში.
საზოგადოებრივი მოძრაობა ,,მარო" დააფუძნა ნინო დალაქიშვილმა, თეონა ფანქველაშვილმა და გვანცა დოლუაშვილმა. მათ პეტიციის თაობაზე პრესკონფერენცია რამდენიმე დღის წინ გამართეს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კომენტარების მიხედვით, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა არ იცის, ვინ არის მარო მაყაშვილი.
ჩვენი არჩევანი იმის თაობაზე, თუ როგორ ქვეყანაში გვსურს ცხოვრება, მეტყველებს იმ ღირებულებებზე, რასაც მნიშნველოვნად მივიჩნევთ. როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, რუსეთთან ომით დაზარალებული ქალაქის მთავარი ქუჩა დღემდე სტალინის სახელს ატარებს, ეს შეუსაბამობაში მოდის ქვეყნის მიერ არჩეულ დასავლურ კურსთან, იმ ღირებულებებთან, რომელთან იდენტიფიცირებასაც ვახდენთ. ამიტომ, თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, მივმართავთ გორის მერს, წარადგინოს ინიციატივა გორის მუნიციპატლიტეტის საკრებულოს წინაშე, რათა ამ უკანასკნელმა იმსჯელოს სტალინის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის შესახებ.
1921 – 1953 წლებში, სტალინურმა რეჟიმმა დაიჭირა და გადაასახლა 1 მილიონი ადამიანი, საკუთარი მიწიდან იძულებით აყარა 9 მილიონი გლეხი, მასიური კოლექტივიზაციის მსხვერპლთა რაოდენობამ 2 მილიონს მიაღწია, ხელოვნურმა შიმშილობამ უკრაინაში 6 მილიონამდე ადამიანი შეიწირა, „დიდი ტერორის“ დროს დაისაჯა მილიონამდე ადამიანი, შრომით ბანაკებში 4 მილიონი ადამიანი გაიგზავნა. სტალინიზმის შედეგად, 1921-დან 1941 წლამდე, 72 000 ქართველი დახვრიტეს, რაც მთელი ერის 3% წარმოადგენდა. ისტორიული ფაქტების გააზრება, ლოგიკურს ხდის, სტალინიზმისგან დისტანცირების სურვილს, რომელიც ჩვენი მოთხოვნის საფუძველია.

პეტიცია
სტალინის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის
მოთხოვნით

ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები