რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
გორის ქარის ელექტროსადგური წარმატებით აწარმოებს განახლებად ენერგიას საქართველოში
გორში, თბილისიდან დაახლოებით 90 კმ-ის დაშორებით, ექვსი ქარის ტურბინა სტაბილურად აწარმოებს ენერგიას ბოლო ორი წლის განმავლობაში. „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ არის საქართველოში აგებული პირველი ქარის ელექტროსადგური და პირველი კომერციული ქარის ელექტროსადგური, რომელიც სამხრეთ კავკასიაში აშენდა. მისი აგება შესაძლებელი გახდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და ევროკავშირის, ასევე სხვა საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით, ორგანიზაციის „ფონდი მწვანე ზრდისათვის“ საშუალებით.

პროექტის მიმართ ინტერესი უზარმაზარი იყო, განსაკუთრებით მოლოდინების და მიზნების გამართლების თვალსაზრისით. დღეისათვის აშკარაა, რომ „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ ამ მიზნებს და მოლოდინებს ამართლებს. გასულ წელს ქარის ელექტროსადგურმა დაახლოებით 88 მილიონი კილოვატ-საათი ენერგია გამოიმუშავა და პროგნოზირებულ მაჩვენებელს ფაქტიურად 3.8 მილიონი კილოვატ-საათით გადააჭარბა. ენერგიაზე საშუალო ოჯახის წლიური მოთხოვნების გათვალისწინებით, ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ჭარბი ელექტროენერგიით 20,000-დან 25,000-მდე ოჯახის მოთხოვნების დაკმაყოფილება გახდა შესაძლებელი.



საქართველოში ელექტროენერგიის მისაღებად გამოყენებული ენერგიის სახეებიდან განახლებადი ენერგიის წილი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში - 2015 წელს მწვანე წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წილი 78% იყო. და უკვე ცხადია, რომ საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ქარისგან განახლებადი ენერგიის მიღების თვალსაზრისით. გამომუშავებული ენერგიის მოცულობის გაზრდამ უნდა გამოიწვიოს სუფთა ენერგიის პროდუქციის ზრდა ზამთრის თვეებში, როდესაც ჰიდროენერგიის პროდუქცია დაბალია და ელექტროენერგიის უდიდესი ნაწილი იმპორტირებული აირიდან მიიღება.

პროექტის განმახორციელებელია შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“. სახელმწიფოსთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე კომპანია ვალდებულია, რომ 10 წლის განმავლობაში გამომუშავებული ენერგია მთლიანად სახელმწიფოს მიჰყიდოს.

თორნიკე ყაზარაშვილი, „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ამბობს, რომ გასულ წელს კომპანიამ გაყიდული ელექტროენერგიიდან შემოსავლის სახით 4.7 მილიონ ევროზე მეტი მიიღო. როგორც ის აღნიშნავს, ქარის ელექტროსადგურის მოწყობის ჯამური ხარჯი 26.4 მილიონი ევრო იყო, ხოლო უკუგების პერიოდი დაახლოებით რვა წელი იქნება.


დაგეგმილი პროექტებისა და გამოწვევების შესახებ იხილეთ:

გორის ქარის ელექტროსადგური წარმატებით აწარმოებს განახლებად ენერგიას საქართველოში

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან, მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
09:00 / 29.11.2024
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების შტაბთან გადაინაცვლა.
23:51 / 28.11.2024
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ''
19:43 / 28.11.2024
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
18:21 / 28.11.2024
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი,
16:48 / 28.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.