რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურა წარადგინა
„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა
ბახტაძის კანდიდატიურა წარადგინა. გადაწყვეტილება პოლიტიკური
გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ
ოფისში გამართულ უმრავლესობის გაფართოებულ სხდომაზე მიიღეს.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს და მის ხელმძღვანელს გამოცხადებული ნდობისთვის.
,,ეს არის დიდი პატივი და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობა ჩემთვის, უახლოეს დღეებში კი მე საქართველოს პარლამენტში წარვსდგები ჩემი ხედვით, რომელიც დამყარებული იქნება შემდეგ ძირითად პრინციპებზე:
პირველი გახლავთ ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ბოლომდე მიყვანა და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაცია. ამ კუთხით „ქართულ ოცნებას“ აქვს დიდი წარმატებები და ამ წარმატებებს სჭირდება გაღრმავება და განმტკიცება.
მეორე - ჩვენ განვახორციელებთ ინოვაციურ და ფუნდამენტურ რეფორმებს ყველა საჭირო მიმართულებით, ამ რეფორმების შედეგად ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ახალ ეკონომიკურ მოდელს, ახალი სამართლიანი თამაშის წესებით, რომელიც შეეხება თითოეულ ქართულ ოჯახს, ჩვენს ყველა მოქალაქეს. ჩვენ შევძლებთ და შევამცირებთ ჩამორჩენას დემოკრატიის მაღალ სტანდარტსა და ეკონომიკურ მდგომარეობას შორის. ბუნებრივია, ჩვენ გავაგრძელებთ დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომ განვითარებას და გაძლიერებას.
მესამე, ეს არის მცირე მთავრობის კონცეფცია. საქართველოს სჭირდება მცირე, მაგრამ ამავე დროს მოქნილი, ეფექტური სამთავრობო უწყებები. ამასთან ერთად, მიზანშეწონილად მიმაჩნია გაძლიერდეს ინსტიტუციური და საზოგადოებრივი კონტროლი ამ უწყებებზე ამავე დროს ანტიკორუფციული ხაზითაც.
მეოთხე, რომელიც მინდა პირდაპირ გითხრათ, არის ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტი, ეს არის განათლება, ინოვაცია და ახალგაზრდობა. სწორედ მოტივირებული, განათლებული, სამეწარმეო ენთუზიაზმით აღსავსე და რაც მთავარია თავიანთ შესაძლებლობებში დარწმუნებული ახალგაზრდობა მოიტანს იმ შედეგს, რასაც ჰქვია საქართველოს ჩართვა განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში და სწორედ ასეთი საქართველო არის ერთადერთი და უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის, რომ დავბრუნდეთ ერთიან ოჯახში. შესაბამისად, მასშტაბური ინვესტიციები განათლებაში და ამ სექტორის ფუნდამენტური რეფორმა იქნება საქართველოს მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი. საქართველო ეს არის ადამიანთა და მოქალაქეთა ერთობლიობა და
ადამიანი იყო, არის და იქნება პარტია ,,ქართული ოცნების“ მთავარი ფასეულობა. შესაბამისად, თითოეული ინიციატივა, თუ ძალისხმევა, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ იქნება ორიენტირებული სწორედ ადამიანზე და მის მხარდაჭრაზე, ორიენტირებული მისი თავისუფლებისა და მისი სასიცოცხლო და საოჯახო გარემოს გაუმჯობესებაზე, ისეთი შესაძლებლობების შექმნაზე, სადაც ყველას მიეცემა საშუალება რეალიზაცია გაუკეთოს თავის ნიჭს და პოტენციალს თავის სამშობლოში, მაგრამ ამისთვის ბუნებრივია საჭიროა პრინციპულობა, ერთიანობა, გუნდურობა, ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის ხარისხი, ძალიან მაღალი კომპეტენციის ხარისხი და რაც მთავარია, ყველა ძალის და იდეის კონსოლიდაცია. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას ერთად აუცილებლად მივაღწევთ და საქართველო გახდება ერთიანი, ძლიერი და ევროპული ყაიდის ქვეყანა” - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ.

ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები