რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
გორის ქალთა გუნდი ,,თბილისის ცის ქვეშ" კონცერტს გამართავს
ხვალ, 23 ივნისს, 19:00 საათზე, თბილისში, 9 აპრილის ბაღში გორის ქალთა გუნდის ღია კონცერტი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ადმინისტრაციის ცნობით, პროექ ,,თბილისის ღია ცის ქვეშ" ფარგლებში დაგეგმილ კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

პროექტის - „თბილისის ცის ქვეშ“ პრეზენტაცია, 3 მაისს, ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პროექტის შესახებ ისაუბრა, ხოლო მერის მოადგილემ, სოფიო ხუნწარიამ გაზაფხული -ზაფხულის სეზონზე დაგეგმილი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები წარადგინა.

თბილისის მერია საზოგადოებას კულტურული და შემოქმედებითი ხელოვნების ახალ პლატფორმას სთავაზობს, რომელიც დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს, საკუთარი იდეები ახლებური ხედვით, ღია ცის ქვეშ განახორციელოს.

ახალი პლატფორმის ფარგლებში ქალაქში იგეგმება კონცერტების, საგანმანათლებლო ლექციების, გამოფენების, თეატრალური, მუსიკალური, ფოტოხელოვნებისა და გრაფიტის ფესტივალების მოწყობა, ღონისძიებებში მონაწილეობა კი ყველა დაინტერესებულ პირისთვის იქნება შესაძლებელი.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პროექტი, რომელიც ხელოვნებისა და კულტურის წარმომადგენლებს გააერთიანებს, აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.

„ყოველ პარასკევ-შაბათ-კვირას ქალაქში იქნება კონკრეტული ლოკაციები მოცემული, სადაც სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებები - კონცერტები, მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები გაიმართება. ვფიქრობ, ამით ახალ სიცოცხლეს შემოვიტანთ ქალაქში. რაც მთავარია, ჩვენ არ ვიქნებით ორიენტირებული მხოლოდ ცენტრალურ ადგილებზე და ცენტრალურ ქუჩებზე. მთელი ქალაქის მასშტაბით იქნება კონკრეტული ადგილები, სადაც კონცერტები და ეს პროექტი განხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.



მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას თქმით, პროექტი ქალაქს სხვა რაკურსით წარმოაჩენს და ქალაქში სხვადასხვა საინტერესო ლოკაციებს შექმნის.

“პროექტი გააერთიანებს ერთ პლატფორმაზე სხვადასხვა ხელოვანებს და ორიენტირებული იქნება მოსახლეობაზე და ტურისტებზე. პლატფორმა, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ, თბილისს აქცევს შემოქმედებით ქალაქად. ჩვენ ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს, რომ თბილისი გახდეს რეგიონის კულტურის დედაქალაქი“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

ახალი პლატფორმის მიზანია დედაქალაქის ცხოვრების გამრავალფეროვნება, კულტურული, ეკონომიკური და სოციალური მიზიდულობის ახალი ცენტრების შექმნა, კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება, მულტიდისციპლინური პროექტების ხელშეწყობა; ახალი ტალანტების აღმოჩენა და მათი მხარდაჭერა; კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების სტიმულირებით დედაქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება; უქმე დღეების განმავლობაში მწვანე სივრცეებში დასვენების კულტურის ჩამოყალიბება.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან, მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
09:00 / 29.11.2024
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების შტაბთან გადაინაცვლა.
23:51 / 28.11.2024
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ''
19:43 / 28.11.2024
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
18:21 / 28.11.2024
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი,
16:48 / 28.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.