რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ოქონის ხატი ცხინვალის მუზეუმში 1925 წელს ფალავანდიშვილების საგვარეულო ეკლესიიდან მოხვდა
ცხინვალი ითხოვს სოფელ ოქონის ხატს, რომელიც ფალავანდიშვილების
საგვარეულო ეკლესიაში ინახებოდა. ეს საკითხი ჟენევის დისკუსიის
მოლაპარაკებების დროს წამოაყენეს. ამის შესახებ ინფორმაცია დე-ფაქტო
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ოფიციალურ საიტზე გავრცელდა. სააგენტოს
ცნობით, კულტურული-მემკვიდრეობის ძეგლი უნდა დაბრუნდეს იმ ადგილზე,
საიდანაც 1992 წელს დაიკარგა.
ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს ცხინვალის მუზეუმიდან დაკარგული ხატი 2001 წელს ჟენევაში კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს, სადაც სპეციალურმა კომისიამ მისი საწყისი ფასი 2 მილიონი აშშ დოლარით განსაზღვრა.
ოქონის ტრიპტიქონი საქართველოში 2004 წელს დააბრუნეს და ის თბილისის სახელმწიფო მუზეუმის საგანძურს გადასცეს
,,საქართველოში ოქონის რამდენიმე ხატი არსებობს“ - გვეუბნება გორის უნივერსიტეტის პროფესორი თამილა გოგოლაძე, რომელმაც ოქონის ხატის შესახებ სპეციალური ნაშრომი ,,ოქონა“ დაწერა. ის ქართულ-ოსური კონფლიქტის დაწყებამდე ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის თანამშრომელი იყო და ცხინვალის მუზეუმში დაცული ხატის შესახებ ინფორმაციაც გააჩნია:
,,ხატი, რომელიც ცხინვალის მუზეუმში ინახებოდა, 1925 წელს სოფელ ოქონას ეკლესიის სასულიერო მოძღვარმა მიიტანა ცხინვალის მუზეუმში. მუზეუმის დირექტორი მაშინ იყო მიხეილ ცოტნიაშვილი. მიხეილ ცოტნიაშვილი შემდეგ ჩვენი - ცხინვალის ინსტიტუტის დეკანი იყო. ეს ხატი მუზეუმში მიიტანა სწორედ ოქონის ეკლესიის მღვდელმა.“ - აცხადებს თამილა გოგოლაძე.
გორის უნივერსიტეტის პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი ამბობს, რომ სოფელ ოქონას ეკლესია წარმოადგენდა ფალავანდიშვილების საგვარეულო ეკლესიას:
,,ეს ეკლესია ეკუთვნოდა თავად ფალავანდიშვილებს. ამ ეკლესიის ეზოში არიან დასაფლავებული ფალავანდიშვილები. სწორედ, ამ ეკლესიიდან მიიტანეს ცხინვალის მუზეუმში ხატი, რომელიც წარმოადგენდა ფალავანდიშვილების საწინამძღვრო ხატს.“ - აცხადებს იოსებ ალიმბარაშვილი, რომელმაც ასევე გამოსცა სპეციალური ნაშრომი ოქონის ხატის შესახებ.
ორივე მკვლევარი ამბობს, რომ ცხინვალის მუზეუმში ქართული ეკლესიიდან გადაბრძანებული ხატი იმ პერიოდის მოვლენების (გასაბჭოების) გამო მოხდა, რადგან ბოლშევიკები ეკლესია-მონასტრებს ანგრევდნენ.
საქართველოს საგვარეულოთა სამეცნიერო-საკონსულტაციო ინსტიტუტის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მაია ზურაშვილის ცნობით, ფალავანდიშვილებს სოფელი ოქონა და ოქონას მონასტერი სისხლის ფასად ამირან გაბელიძემ მისცა, რადგან ამირან გაბელიძეს მოუკლავს სიაუშ ფალავანდიშვილი. ეს მოხდა 1408 წელს, მეფე ალექსანდრეს სამართლის მიხედვით.
სოფელ ოქონას გარდა, ოქონის ხატები არსებობდა გორის ეკლესიაში და მცხეთის სამთავროს მონასტერში. მკვლევარი თამარ გოგოლაძე ამბობს, რომ გორის ოქონის ეკლესია 1920 წლის მიწისძვრის დროს დაინგრა და იქ დაცული ძვირფასი ნაწილები სერგი მაკალათიამ გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გადაიტანა.
რაც შეეხება სამთავროს მონასტრის ხატს, ისტორიკოსი სოსო ალიმბარაშვილი ამბობს, რომ იგი ქართველ მეფეთა საწინამძღვრო ხატს წარმოადგენს. მისი განმარტებით, ექვთიმე თაყაიშვილი, სწორედ, მას მიიჩნევდა ბიზანტიელი დედოფლის (ბაგრატ მეოთხე მეფის მეუღლის) მზითვს.
,,თუმცა, საბოლოოდ, მაინც არ არის დადგენილი, თუ რომელი ხატი წარმოადგენდა რეალურად იმ ხატს, რომელიც საბერძნეთიდან დედოფალმა ელენემ მზითვად ჩამოიტანა“ - აცხადებს იოსებ ალიმბარაშვილი.
სამხრეთი ოსეთის ეროვნული მუზეუმის დირექტორი მერაბ ზოსეევი ოქონის ტრიპტიქონის ისტორიას ასე აღწერს:
,,ლეგენდის მიხედვით, ეს ხატი მეთორმეტე საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორმა ალექსიმ ალანიის მეფის ვაჟს, როსმიკს ძღვნად მიართვა. 1924 წელს ხატი შემთხვევით აღმოაჩინეს სამხრეთ ოსეთში, ზნაურის რაიონის სოფელ ოქონას პატარა ეკლესიაში. იმ პერიოდში კავკასიაში უკვე დამყარებული იყო საბჭოთა მმართველობა და მალე, მოსკოვის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ხატი ეკლესიიდან გამოიტანეს და სამხრეთი ოსეთის მუზეუმს გადასცეს, სადაც 90-იან წლებამდე (ომის დაწყებამდე) ინახებოდა.’
"ოქონის ხატი" თავის წარმოშობის სათავეს ბიზანტიის ქალაქ იკონიიდან იღებს, სწორედ ამიტომ ეწოდა ეს სახელი. ჰერაკლეს იმპერატორობის დროს, არაბთა დაპყრობებით შეშფოთებულმა ხატის მცველებმა, სიწმინდე ჯერ კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს, XI საუკუნიდან ხატი, როგორც ელენე დედოფლის მზითვი საქართველოში ჩამოაბრძანეს. ხატში 80-მდე წმინდანის ნაწილებია შენახული.

1.
სოფელ ოქონას ხატი

2.
გორის ოქონას ხატი
სოფელ ოქონას გარდა, ოქონის ხატები არსებობდა გორის ეკლესიაში და მცხეთის სამთავროს მონასტერში. მკვლევარი თამარ გოგოლაძე ამბობს, რომ გორის ოქონის ეკლესია 1920 წლის მიწისძვრის დროს დაინგრა და იქ დაცული ძვირფასი ნაწილები სერგი მაკალათიამ გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გადაიტანა.
3.
ქართველ მეფეთა საწინამძღვრო - ოქონას ხატი სამთავროს
მონასტერში
რაც შეეხება სამთავროს მონასტრის ხატს, ისტორიკოსი სოსო ალიმბარაშვილი ამბობს, რომ იგი ქართველ მეფეთა საწინამძღვრო ხატს წარმოადგენს. მისი განმარტებით, ექვთიმე თაყაიშვილი, სწორედ, მას მიიჩნევდა ბიზანტიელი დედოფლის (ბაგრატ მეოთხე მეფის მეუღლის) მზითვს.
,,თუმცა, საბოლოოდ, მაინც არ არის დადგენილი, თუ რომელი ხატი წარმოადგენდა რეალურად იმ ხატს, რომელიც საბერძნეთიდან დედოფალმა ელენემ მზითვად ჩამოიტანა“ - აცხადებს იოსებ ალიმბარაშვილი.
გზა
ბიზანტიიდან - ვერსია ცხინვალში
სამხრეთი ოსეთის ეროვნული მუზეუმის დირექტორი მერაბ ზოსეევი ოქონის ტრიპტიქონის ისტორიას ასე აღწერს:
,,ლეგენდის მიხედვით, ეს ხატი მეთორმეტე საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორმა ალექსიმ ალანიის მეფის ვაჟს, როსმიკს ძღვნად მიართვა. 1924 წელს ხატი შემთხვევით აღმოაჩინეს სამხრეთ ოსეთში, ზნაურის რაიონის სოფელ ოქონას პატარა ეკლესიაში. იმ პერიოდში კავკასიაში უკვე დამყარებული იყო საბჭოთა მმართველობა და მალე, მოსკოვის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ხატი ეკლესიიდან გამოიტანეს და სამხრეთი ოსეთის მუზეუმს გადასცეს, სადაც 90-იან წლებამდე (ომის დაწყებამდე) ინახებოდა.’
ვერსია
თბილისში - ბიზანტიიდან საქართველოში
"ოქონის ხატი" თავის წარმოშობის სათავეს ბიზანტიის ქალაქ იკონიიდან იღებს, სწორედ ამიტომ ეწოდა ეს სახელი. ჰერაკლეს იმპერატორობის დროს, არაბთა დაპყრობებით შეშფოთებულმა ხატის მცველებმა, სიწმინდე ჯერ კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს, XI საუკუნიდან ხატი, როგორც ელენე დედოფლის მზითვი საქართველოში ჩამოაბრძანეს. ხატში 80-მდე წმინდანის ნაწილებია შენახული.
ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები