რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
სოფელ ბროლოსანის თემაზე ,,ბიზნესკოდში" ხაშურის დეპუტატი მიიწვიეს
ტელეკომპანია ,,იბერიის" გადაცემა ბიზნესკოდის ჟურნალისტები სოფელ ბროლოსანის სტატუსთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობით დაინტერესდნენ. ამის თაობაზე, გადაცემაში ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე მიიწვიეს.

სიმონ ნოზაძის განცხადებით, როდესაც გადაწყვეტილება მიღებულია, ძნელია ყველას შეედავო. საქმე ეხება მთის ეროვნული კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროლოსანს მთის დასახლების სტატუსი არ მიანიჭეს.

ბროლოსნელები ამბობენ, რომ სტატუსის თაობაზე, პრობლემები იმიტომ შეექმნათ, რომ მოსახლეობამ არჩევნებზე მხარი არ დაუჭირეს ხაშურის მოქმედ მერს გიორგი გურასპაშვილს და ხმა სიმონ ნოზაძის (მრეწველების პარტიიდან) გუნდის წევრს მისცეს.

ბროლოსნელების სტატუსის შესახებ რეპორტაჟი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მოამზადა. რეპორტაჟის მიხედვით, ზემო და ქვემო ბროლოსანში, მთავრობის კომისიამ კრიტიკული დემოგრაფიული მდგომარეობა საგანგაშოდ არ მიიჩნია.



სიმონ ნოზაძის განცხადებით, ბროლოსანი 3 კრიტერიუმიდან აკმაყოფილებს მხოლოდ ერთ კრიტერიუმს - ესაა მდებარეობა. სოფელი ზღვის დონიდან 950 მ სიმაღლზე მდებარეობს:

,,სოფლები, რომლებიც 800-დან 1000 მ სიმაღლეზე მდებარეობს, უნდა აკმაყოფილებდეს სამი კრიტერიუმიდან 2-ს მაინც. პირველი - ეს არის კრიტიკული დემოგრაფიული მდგომარეობა და აღმოჩნდა, რომ სოფელში ეს სიტუაცია არ გვაქვს. მაგალითად, 2002-2014 წლების აღწერის მიხედვით, ზემო ბროლოსანში თუ ცხოვრობდა 126, ახლა გვაქვს - 96; ხოლო ქვემო ბროლოსანში 157-დან მცხოვრებთა რიცხვი ჩამოვიდა 118-მდე. მეორე კრიტერიუმი ესაა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის ტექნიკის გამოყენების შესაძლებლობა. ამ კრიტერიუმსაც აკმაყოფილებს ბროლოსანი. ახლა მოდით ვთქვათ ასე: როცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია, ძნელია შეედავო ყველას, თუმცა, მუშაობას აუცილებლად გავაგრძელებ" - განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან, მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
09:00 / 29.11.2024
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების შტაბთან გადაინაცვლა.
23:51 / 28.11.2024
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ''
19:43 / 28.11.2024
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
18:21 / 28.11.2024
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი,
16:48 / 28.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.