რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
08.08.08. „ჩვენ ამას ვიცნობთ – ჩეჩნეთიდან“ - მსოფლიო პრესა აგვისტოს ხუთდღიანი ომის პერიოდში
აგვისტოს ხუთდღიანი ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში მსოფლიო
მედიაში დომინანტი პოზიციები დაიკავა სტატიებმა, სადაც საერთაშორისო
საფრთხეებზე იყო გაკეთებული აქცენტი. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს
საილუსტრაციოდ.
ფრანგული „Le Monde“ 12 აგვისტოს წერდა: „ეს იყო რუსეთის შურისძიება“, რომელმაც ევროპის სისუსტეები გამოავლინა.
ავსტრიული მემარცხენე-ლიბერალური გაზეთი „Der Standard“ 9 აგვისტოს წერდა: „საფრთხეები სამხრეთ ოსეთში იმაზე ნაკლები არ არის, რაც პოსტსაბჭოთა იმპერიალიზმის გამოვლინების ნებისმიერ სხვა შემთხვევაში“; ხოლო 16 აგვისტოს განგაშის ზარი შემოჰკრა: „შემდეგი ბალტიის ქვეყნები და უკრაინა იქნება“.
შვეიცარიული კონსერვატიული გაზეთი „Neue Zurcher Zeitung“ 11 აგვისტოს ნომერში სამხრეთ ოსეთში რუსეთის ქმედებების შესახებ პირდაპირ მიუთითებს: „ჩვენ ამას ვიცნობთ – ჩეჩნეთიდან“.
2008 წლის 25 აგვისტოს ჟურნალი „TIME“ ბზიგნევ ბჟეზინსკის მთავარი სტატიით სწორედ რუსულ-ქართულ ომს ეხმიანება და მის ყდაზე ჩნდება შემაშფოთებელი სათაური „როგორ შევაჩეროთ ახალი ცივი ომი? რუსეთის საქართველოში შეჭრა – რას ასწავლის დღევანდელ მსოფლიოს.“
12 აგვისტოს „Time“ რამდენიმე სტატიას აქვეყნებს: „ცივი ომის გაგრძელება“, „რუსეთი ბრძოლას იწყებს“, 27 აგვისტოს – „ახალი (ძველი) რუსული იმპერიალიზმი“, ხოლო 22 აგვისტოს შეშფოთებული კითხულობს: „რუსები მოდიან თუ მიდიან?“
რუსულ იმპერიალიზმზე მოგვითხრობს 16 აგვისტოს ჟურნალი „The Economist“: „ერთ დროს საქართველო მისი იმპერიის მარგა¬ლიტი იყო და რუსეთმა ფსიქოლოგიურად ვერასოდეს მიიღო იგი, როგორც სუვერენული სახელმწიფო. საბჭოთა იმპერიის ნოსტალგია, დიდი ხანია, რუსული იდეოლოგიის ლაიტმოტივია“.
„Washington Post“ დასავლეთის რუსულ პოლიტიკას აკრიტიკებდა და 11 აგვისტოს წერდა: „იქნებ დასავლეთმა ახლა მაინც დაინახოს, ვინ არის ვლადიმირ პუტინი“, 15 აგვისტოს, რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გარი კასპაროვის, ანალოგიური შინაარსის სტატია გამოაქვეყნა „Wall Street Journal“-მა: „როგორ წაახალისა დასავლეთმა პუტინი დაუსჯელობით“.
იგივე გაზეთი 29 აგვისტოს სტატიაში „რუსეთი და ახალი „ბოროტების ღერძი“ წერდა: „ახლა, როდესაც რუსული ტანკები საქართველოს ანაწევრებენ, აქვს კი ბუშის წარმავალ, გაკოტრებულ და ერაყის გამო კრიტიკის ქარცეცხლში გახვეულ ადმინისტრა¬ცი¬ას ძალა, რუსეთს ღირსეული პასუხი გასცეს – რუსეთს, რომელიც მთელ თავისუფალ სამყაროს დაუპირისპირდა?“
14 აგვიტოს „Time“ წერდა: „დიდ სახელმწიფოებს არ უყვართ სხვა დიდი სახელმწიფოების გაძლიერება. მახე დაგებული იყო საქართველოში“, ავტორის აზრით, ეს მახე საქართველოში რუსეთმა ამერიკას დაუგო.
ამერიკული „New York Times“ 11 აგვისტოს იუწყებოდა: „იმ შესაძლებლობების ჩამონათვალი, რომელიც გაბოროტებულმა რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს ამერიკის შეერთებული შტატებისათვის პრობლემების შესაქმნელად, სირიიდან და კავკასიის მთებიდან გაცილებით შორს მიდის“. 11 22 აგვიტოს იგივე გაზეთი კვლავაც გვამცნობდა: რუსეთი „შეეცადა, საათი უკან დაებრუნებინა, იმ ნიშნულზე, როდესაც მოსკოვს გავლენაში არ ეჯიბრებოდნენ, ე.წ. „ახლო სამეზობლოში“, რამაც განგაშის ზარი ჩამოჰკრა დასავლეთის ლიდერებისათვის“
რუსეთის საქართველოში შემოჭრის შემდეგ ბევრმა ანალიტიკოსმა პირდაპირ იკითხა, ხომ არ იდგა მსოფლიო ახალი ცივი ომის ზღურბლზე.13 დასავლეთის მედიასაშუალებებმა უმალვე დაიწყეს აგვისტოს ომის შედარება ბრეჟნევისეულ „პრაღის გაზაფხულთან“ და ჰიტლერის მიერ 1938 წელს განხორციელებულ ოპერაციებთან.
ჟურნალი „The Economist“ 16 აგვისტოს წერდა, რომ „სასტიკი და ეფექტური მოქმედება ვლადიმერ პუტინის გამარჯვება იყო არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ დასავლეთზეც“. ბუნებრივია, დასავლეთის წუხილი კიდევ უფრო გამყარდა პრეზიდენტ მედვედევის 26 აგვისტოს განცხადებით „ჩვენ არაფრის გვეშინია, მათ შორის არც ახალი ცივი ომის შესაძლებლობისა“.

ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები