რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
08.08.08 დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები ეთნიკური წმენდის შესახებ
2008 წლის 15 აგვისტოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი გაზეთ "კომერსანტის" ჟურნალისტის კითხვაზე "რა ხდება ამჟამად ქართული ანკლავების ტერიტორიაზე?" აცხადებდა: "არაფერი, ყველაფერი დაინგრა, სამხრეთ ოსეთის საზღვრები დადგენილია".

იქვე, იმავე ინტერვიუში, იგი დაჟინებით იმეორებდა, "ჩვენ არ ვაპირებთ, ვინმე ოდესმე უკან დავაბრუნოთ. საქართველოდან დაახლოებით 18 ათასი ოსი დევნილია ამჟამად ჩრდილოეთ ოსეთში და სწორედ ისინი უნდა დაბრუნდნენ სამხრეთ ოსეთში".

ეს არ იყო დე ფაქტო პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითისა და, ზოგადად, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა ერთადერთი განცხადება. ისინი რეგულარულად და ნებაყოფლობით ამცნობდნენ მსოფლიოს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ "გაენადგურებინათ სამოქალაქო მოსახლეობის საცხოვრებლები, რათა ხელი შეეშალათ ეთნიკურად ქართული მოსახლეობის დაბრუნებისათვის".

2008 წლის 19 აგვისტოს ამერიკული გამოცემა "USA Today იუწყებოდა ედუარდ კოკოითის განცხადებების შესახებ. "თავს ნუ შეიწუხებენ ქართველები უკან დაბრუნებით. მათი სოფლები ეთნიკურ ოსებს უნდა გადავცეთ".

"ყველაფერი დაინგრა, სამხრეთ ოსეთის საზღვრები დადგენილია."

"ჩვენ არ ვაპირებთ, ვინმე ოდესმე უკან დავაბრუნოთ."

"სამხრეთ ოსეთში ქართული ანკლავები ლიკვიდირებულია. სოფლები კეხვი და თამარაშენი, სამხედრო ოპერაციის შედეგად ახლა სრულიად განადგურებულია."

ედუარდ კოკოითი "Коммерсантъ", 15 აგვისტო, 2008

2008 წლის 22 აგვისტოს რუსულ გამოცემა "Комсомольская Правда"-სათვის მიცემულ ინტერვიუში, დე ფაქტო ხელისუფლების პარლამენტის თავმჯდომარე ზნაურ გასიევი აღიარებს ეთნიკურ წმენდას, თუმცა იმავდროულად ცდილობს მისი გარდაუვალობის დამტკიცებას:

"ომი აღარ იქნება... ჩვენ სასტიკი ქმედება ჩავიდინეთ, ვიცი. მაგრამ ქართველები აქ აღარ დაბრუნდებიან. ჩვენ გადავწვით მათი ყველა სახლი ანკლავების ტერიტორიაზე. სხვა გზა არ არსებობდა, რომ ომი შეგვეჩერებინა და კვანძი გაგვეხსნა".

იმავე დღეს, 2008 წლის 22 აგვისტოს, რუსული სააგენტო "რეგნუმ.რუ" ბეჭდავს ედუარდ კოკოითის მორიგ ინტერვიუს, სადაც მისი განწყობა ერთი მისხლითაც არ არის შეცვლილი – "სამხრეთ ოსეთში არსებული ქართული ანკლავები ლიკვიდირებულია. სოფლები კეხვი და თამარაშენი, რომლებიც უკონტროლო იყო (სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების მხრიდან), სამხედრო ოპერაციის შედეგად ახლა სრულიად განადგურებულია".

მოგვიანებით ეუთოს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის დამდგენ სპეციალურ მისიას (OSCE/ODIHR HRAM), რომელიც საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ კონფლიქტის ზონაში იმყოფებოდა, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ელეონორა ბედოევამ ინტერვიუში განუცხადა:

"თუკი ქართველი, რომელიც რჩება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ვერ გაამართლებს ჩვენს მოლოდინს, მათ განვდევნით... მე არ მჭირდება ქართველების დაბრუნება ჩრდილოეთის სოფლებში თამარაშენსა და სხვებში, და მათ ამის შესაძლებელობა არ ექნებათ".

გარდა ამისა, 2008 წლის 13 აგვისტოს, მაშინ ჯერ კიდევ სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი ანატოლი ბარანკიევიჩი, რუსული გამოცემა "Российская газета"-ს ჟურნალისტთან აღიარებს მათთვის წაყენებულ ბრალდებებს ქართველთა ქონების განადგურებისა და მოროდიორობის შესახებ, მაგრამ იქვე საკუთარი ქმედებების გასამართლებლად დასძენს: "ომი ომია"

საკუთარი მოქმედებების გამართლების კიდევ ერთი ქრესტომათიული მცდელობაა სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტის ხელმძღვანელის, ირინა გაგლოევას ინტერვიუ რუსეთის ადამიანის უფლებათა ცენტრ "მემორიალისათვის". ქალბატონი გაგლოევა შეეცადა აეხსნა და გაემართლებინა ქართულ სოფლებში განხორციელებული ძალადობა:

"ისინი თბილისთან და ქართველ სამხედროებთან თანამშრომლობდნენ – განსხვავებით იმ ქართული სოფლებისაგან, რომლებიც ოსური ადმინისტრაციის კონტროლის ქვეშ იყო – და ამიტომ, მათ მიიღეს ზუსტად ის, რისთვისაც ბოლო 18 წლის განმავლობაში თავად ემზადებოდნენ".

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია (OSCE/ODIHR HRAM),-ის წარმომადგენლის ანა ნეისტატმა 2008 წლის 14 აგვისტოს ბრიტანული გაზეთისათვის "გარდიანი", რომელიც შემდეგ ორგანიზაციის ანგარიშშიც აისახა: "იმ სოფლებში (იგულისხმება ქართული სოფლები) სახლების განადგურება, გარკვეულწილად, რუსეთის მასობრივი პროპაგანდის მანქანის დამსახურებაცაა, რომელიც გამუდმებით ახსენებდა გენოციდს და მსხვერპლს აზვიადებდა. შემდგომში სწორედ ეს გამოიყენებოდა ანგარიშსწორების არგუმენტად". უფლებადაცვითი ორგანიზაციები არ იყვნენ ერთადერთი, ვინც აგვისტოს ომის დროს ქართულ სოფლებში ჩადენილ სისასტიკეს, ქართველების მიერ არ მომხდარი ¬"გენოციდს" ჩადენისათვის ანგარიშსწორებას უკავშირებდა. ჩვენ მიერ დევნილებთან საუბრების დროს ამგვარ მსჯელობასა და არგუმენტს ხშირად მოისმენდით. ერთ-ერთი ასეთი სოფელ ზემო ხვითის მცხოვრები თამაზ გოგიშილ¬ც¬ა, რომელსაც კარგად ახსოვს მის სოფელში შესული ოსების ბრალდებები. "ოსები დამტვრეული ქართულით გველაპარაკებოდნენ, დასახვრეტები ხართ, თქვენებმა 12 წლის ბავშვები ჩაგვიხოცეს ცხინვალშიო".
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან, მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
09:00 / 29.11.2024
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების შტაბთან გადაინაცვლა.
23:51 / 28.11.2024
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ''
19:43 / 28.11.2024
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
18:21 / 28.11.2024
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი,
16:48 / 28.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.